ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
ახლა ბრწყინვალე შვიდეულია. მსგეფსია. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე. ამბობენ, რომ ამ კვირაში ლოცვას კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს და ის პირდაპირ ღმერთამდე ადის...
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს.
წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც.
ბრწყინვალე შვიდეულში არ იკითხება ფსალმუნები, პარაკლისები, დაუჯდომელი ლოცვები, ხოლო დილა-საღამოს ლოცვების ნაცვლად იკითხება პასექის ჟამნი. (პასექის ჟამნი ლოცვანში მოძებნეთ.)
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.
იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის" ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა" - „ჭეშმარიტად!" „ჭეშმარიტად აღსდგა!" „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!"
აღდგომის ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა, ანუ ახალი კვირა, ანუ აღდგომის განახლება. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები - მეუფე გერასიმე
ლოცვები რომლებიც აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება
დღეს და ხვალ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტებით მოემსახურება - მგზავრობა უფასოა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო დილის 04:00 საათამდე მუშაობს - მგზავრობა უფასოა
მეუფე შიო - უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, მისი სწავლებები დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში
ლაშა ჟვანია: პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას
12 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეტრო დღეს, 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის წინ იერუსალიმში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დიდი შაბათი - იესო ქრისტეს საფლავად დადების დღე
11 აპრილის ამინდის პროგნოზი
რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის
მეუფე შიო -უფალს შეწევნისთვის თუ მივმართავთ, ჩვენი სურვილი ნამდვილი და ძლიერი თუ იქნება, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს, განგვწმენდს
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი და მაცხოვრის დატირება შესრულდა