პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას - "შეუძლებელია, ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ"

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, თუმცა ეს მალე არ მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

მადიარის თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების პროცესი უნდა გაიაროს, რის შემდეგაც მისი ქვეყანა ამ საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას.

„შეუძლებელია, ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ. ასეთი საკითხების განხილვა მოლაპარაკების ყველა პუნქტის განხილვის გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა მადიარმა.

პარტია „ტისას" ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე პროცესი უნდა გაიაროს.

„უკრაინა ამას თუ გააკეთებს, მაშინ უნგრეთი რეფერენდუმს ჩაატარებს იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ევროკავშირმა, მაგრამ ეს მალე ნამდვილად არ მოხდება", - აღნიშნა მადიარმა.
მადიარის თქმით, ამას „მომდევნო ათი წლის განმავლობაში" არ განიხილავს.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, თუმცა არ ელოდება, რომ ის მის რჩევას მოუსმენს. ამასთან, მადიარმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინი მალე იძულებული გახდება, ომი დაასრულოს.

 





მსგავსი სიახლეები
იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა
მასუდ ფეზეშქიანი: რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები?
,,ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს''- მარკო რუბიო
ფრიდრიხ მერცი - მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევა შეუძლებელია
რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია, შოკირებული ვარ მისით
თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაშავებულია 16 პირი
ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 35 მილიარდი ევროს განბლოკვისთვის პეტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა
"ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა New York Times
ჯეი დი ვენსი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა ეკონომიკური ტერორიზმის ტოლფასია
,,აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა''- „აქსიოსი“
„მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს''- დონალდ ტრამპი
,, რომის პაპს ბოდიშს არ მოვუხდი''- დონალდ ტრამპი
The Wall Street Journal: აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია ოფიციალურად დაიწყო
ჯორჯია მელონი: დონალდ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის მიმართ მიუღებელია
სერგეი ლავროვი - მოსკოვი მზადაა უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას - "შეუძლებელია, ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ"
აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრელმა ხალხმა აღადგინა თავისი ევროპული გზა, ეს ფუნდამენტური თავისუფლებების გამარჯვებაა