ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
გილოცავთ დედაენის დღეს! 1978 წლის 14 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. ამ დღეს საქართველო ერთ მუშტად შეიკრა დედაენის დასაცავად, ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა - ქართველმა ერმა მსოფლიოს დაანახა, რომ არასოდეს დათმობს ეროვნულ ღირსებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
„მაშინ ენის დაცვა ნიშნავდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის გადარჩენას. სწორედ ამიტომ, ისტორიულმა გამარჯვებამ უმძლავრესი ბიძგი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 14 აპრილის თაობამ შეინარჩუნა ფუნდამენტი, რომელზეც დღეს ჩვენი სუვერენიტეტი დგას.
ჩვენი ვალდებულება მშობლიური ენის მიმართ მარადიულია. თანამედროვე სამყაროში ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა კვლავ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე. დედაენის სიძლიერე და განვითარება ქართული სახელმწიფოს სიმტკიცის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა,"- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
14 აპრილი დედაენის დღეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
14 აპრილის ამინდის პროგნოზი
14 აპრილს, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
13 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები - მეუფე გერასიმე
ლოცვები რომლებიც აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება
დღეს და ხვალ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სასაფლაოებისკენ მოქალაქეებს ტრანსპორტი სპეციალური მარშრუტებით მოემსახურება - მგზავრობა უფასოა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტრო დილის 04:00 საათამდე მუშაობს - მგზავრობა უფასოა
მეუფე შიო - უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, მისი სწავლებები დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში
ლაშა ჟვანია: პირველად 2002-2003 წლებში ჩამოუსწრო ცეცხლმა საქართველოში სააღდგომო ლიტანიობას
12 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეტრო დღეს, 04:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება