არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი", რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
არჩილ ბერიძის განცხადებით, „ვეფხისტყაოსნის" სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა.
„დღეს 14 აპრილია - ქართული ენის დღე. ქართული ენა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ეროვნული ღირსების საზომი - ეს არის ღირებულება, რომელსაც დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
მანამ, სანამ პოლიტიკურ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი", რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, არამედ მთლიანად ქართულ თეატრს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება.
ეს არ არის უბრალოდ სპექტაკლი - ეს არის ქართული იდენტობის, ქართული სულის, ჩვენი კულტურული მეხსიერების საოცარი აღდგენა და გააზრება სცენაზე.
დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების - „ვეფხისტყაოსნის" ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება.
ეს იყო დიდი დაბრუნება - არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის. მე ვიტყოდი, ეს არის ერთგვარი თავიდან დაბადება. მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა", - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14 აპრილი დედაენის დღეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
14 აპრილის ამინდის პროგნოზი
14 აპრილს, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
13 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები - მეუფე გერასიმე
ლოცვები რომლებიც აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება