მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა.

 

ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.

 

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, ცოფი ლაბორატორიულად დაუდასტურდა (გამოცდის ოქმი #2465).

 

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემთხვევის შესახებ აცნობა ყველა შესაბამის უწყებას; დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების კერაში გამოცხადდა კარანტინი; ჩატარდა დეზინფექცია, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში; ⁠მიმდინარეობს ცოფის ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დაწესდა მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა.⁠

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ყველა იმ პირს, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, „ორი ნაბიჯის" მიმდებარე ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა უპატრონო ძაღლთან, ვაქცინაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურს", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14 აპრილი დედაენის დღეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
14 აპრილის ამინდის პროგნოზი
14 აპრილს, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
13 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა დღე მადლითაა სავსე - რას ვკითხულობთ დილა-საღამოს
სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები - მეუფე გერასიმე
ლოცვები რომლებიც აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება