ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები

ყველას კარგად გვახსოვს ნიკა გვარამიას და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა და გინება პირდაპირ ეთერში. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.

 

"როდესაც ბატონ გვარამიაზე გვაქვს საუბარი, ნამდვილად სწორად აღუნიშნავთ ჩემს კოლეგებს, საზოგადოებასაც არ სჭირდება ამის შეხსენება, მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის.

 

შეგახსენებთ, სანამ ის პოლიტიკაში მობრუნდებოდა, იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე წამყვანი და ამინდის შემქმნელი კონკრეტულ ტელევიზიაში და ყველას კარგად გვახსოვს მისი და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ დისკრიმინაციულ და ამორალურ გამოხტომებს და გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად, სამწუხაროდ, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მიუთითებს მის პიროვნულ სახეზე, თავი დავანებოთ პოლიტიკას, თავი დავანებოთ ასე ვთქვათ მის პოლიტიკურ აქტივობას და დღევანდელ ე.წ. პოლიტიკურ სტატუს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს", - განაცხადა კირცხალიამ.

 





მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც - რატი იონათამიშვილი
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ლევან იოსელიანი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან -მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან''- პიტერ მაგიარი
ნიკოლ ფაშინიანი - რკინიგზის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიის გავლით შესაძლებელია იქამდე, ვიდრე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანთან რკინიგზას თავიდან არ გავხსნით
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს