თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს

 

პეტერ მადიარმა გააკეთა ის, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ვერ შევძელით, უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელბებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება" საუბრობს, თითქოს იცავს ენას, მამულს, სარწმუნოებას, სინამდვილეში კი იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა ყველა თვალსაზრისით.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, ოპოზიციაში, შესაძლოა, არის ერთობლივი მესიჯის პრობლემა, ოპოზიცია არ ცდილობს, შევიდეს ამ მოედანზე და საქართველოს მოქალაქეებს აჩვენოს, რომ არ არიან უღმერთოები და ურწმუნოები.

„მადიარმა ძალიან სწორი კამპანია და პოზიციონირება აირჩია. ის ძალიან ხშირად დადიოდა, მაგალითად, უნგრულ, ეროვნულ სამოსში. პრაქტიკულად მუდმივად, ყველა გამოსვლაზე, მათ შორის საპროტესტო აქციებზე, და არამხოლოდ კლიპებში, აბსოლუტურად ყველგან ფიგურირებდა დროშით. რისი თქმა მინდა, იცით? ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ საკმარისად არ ვაკეთებთ. ეს ეროვნული თემები და ეროვნული ღირებულებითი იდენტობა თითქოსდა რაღაცნაირად მიიტაცა რუსულმა ოცნებამ, რაც მართლა წარმოუდგენელია. ამას ცდილობდა ორბანი, ოღონდ მადიარმა გააკეთა ის, რაც ჩვენ დღემდე, სამწუხაროდ, ვერ შევძელით - და, ჩემი აზრით, გაცილებით მეტი ინვესტიცია უნდა მოვახდინოთ ამაში - მან უნგრელ ხალხს დაანახა, რომ სინამდვილეში ის კი არ იყო ანტიქრისტე და ურწმუნო, ტრადიციულ ღირებულელებთან მებრძოლი, არამედ, პირიქით, ორბანი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი იყო ბავშვებზე, არასრულწლოვნებზე ძალადობის სკანდალი. ამან შეიწირა, მათ შორის, მისი ყოფილი მეუღლე, რომელიც იუსტიციის მინისტრი იყო მანამდე. ანუ, საკუთარ მეუღლესაც კი საჯაროდ დაუპირისპირდა და გზავნილი იყო უნგრელებისთვის, რომ ამაზეც კი მზად არის ეს ადამიანი. უკომპრომისობას ავლენდა, მათ შორის, ამ მოედანზე, რომლის მონოპოლიზებაც მანამდე შეძლო ორბანმა და იმავეს აკეთებს რუსული ოცნება. გამოვიდა კობახიძე და სრული პარაზიტირება, თითქოს  ისინი იცავენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. ოღონდ აქ არიან წარმოუდგენლად ფარისევლები, აბსოლუტურად ყველგან, რასაც არ უნდა გავყვეთ. მართლა იშლება ჩვენი ეროვნული იდენტობა, ყველა თვალსაზრისით, ენა, მამული, სარწმუნოების თვალსაზრისითაც, მათ შორის, და უმეტესწილად, რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო, რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, აქაც რაღაცნაირად ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, არა, მე არ ვარ უღმერთო და ურწმუნო, ნამდვილად, ეკლესიაშიც დავდივარ, აღსარებასაც ამბობ, მამაოც შეიძლება გყავდეს, კონკრეტული ეკლესიის მრევლიც იყო და არანაირად არ უნდა მისცე საშუალება მართლა უღმერთო, ყოველგვარი სულიერებისგან და ღმერთისგან დაცლილ, ჩემი აზრით, კერპთაყვანისმცელობისკენ მიდრეკილ ივანიშვილს, რომელიც ხეებში, ქვებში და ათასგვარ ურჯულობაში პოულობს შვებას, მოახდინოს ისეთი რაღაცების მონოპოლიზება, რაც ჩვენთვის მართლა ძვირფასია. შეიძლება, ძალიან პირადია და ჩვენ ამის აფიშირება არ გვინდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ასეთ მონსტრს ებრძვი და ის ცდილობს, ასეთი თემების მანიპულირებით, ამაზე პარაზიტირებით გაიძლიეროს, გაიმაგროს ხელისუფლება, რათა შემდეგ დაიმონოს მთელი ქვეყანა, შენც გიწევს, ახლა თუ პოლიტიკოსი ხარ და საჯარო სივრცეში გიწევს ოპერირება, კი, ჩვენც უნდა შევიდეთ, ოღონდ სიმართლე ვთქვათ მათგან განსხვავებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები
აუტიზმის სალანძღავ სიტყვად გამოყენება არის უკიდურესად ამორალური, პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც - რატი იონათამიშვილი
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ლევან იოსელიანი: ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა შეეხებოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდება
"რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან -მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან''- პიტერ მაგიარი
ნიკოლ ფაშინიანი - რკინიგზის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიის გავლით შესაძლებელია იქამდე, ვიდრე „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანთან რკინიგზას თავიდან არ გავხსნით
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს
კონსტანტინე გამსახურდია: მოიგო ორბანის პარტიის მაღალი რანგის ყოფილმა ფუნქციონერმა… შედეგად კონსერვატორი მიდის და მორიგი კონსერვატორი მოდის
გრიგოლ გეგელია - ქრისტე აღდგა, გილოცავთ, უნგრეთი დაბრუნდა ევროპაში
ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ჩაერიოს უნგრეთის შიდა საქმეებში, ჩვენ ეს სცენარი საქართველოში უკვე ვნახეთ საპარლამენტო არჩევნებზე - დავით მათიკაშვილი
დონალდ ტრამპმა მარკ რუტეს დახურული შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენა და შურისძიების ვარიანტების განხილვაზეც მიანიშნა -"პოლიტიკო"
არჩილ გორდულაძე - ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია
ირაკლი ქადაგიშვილი - პოლიტიკური კანიბალიზმია, როდესაც ადამიანები თავს მორალურ უფლებას აძლევენ, რომ ეროვნულ დღეებში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ბოღმა ანთხიონ
პეტერ ფიშერმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილი - ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს