მასუდ ფეზეშქიანი: რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები?

 

რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, მტკიცედ უნდა დავდგეთ, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ფეზეშქიანის თქმით, ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის.

„ჩვენ არ ვეძებთ არეულობას, არ გვინდა ომი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თავს თუ დაგვესხმებიან, მტკიცედ დავდგებით. რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი სტუდენტები? რა იყო ამის მიზეზი? ჩვენ ვინმეს დავესხით თავს? რაიმე კანონი დავარღვიეთ? ყველასთან ვამბობთ - მიგვიღეთ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ჩვენ მის წინააღმდეგ არ ვმოქმედებთ. თქვენც უნდა დაემორჩილოთ იმავე წესებს. მათ სურთ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც განვითარებას და ცნობიერებას უწყობს ხელს. სად წერია საერთაშორისო სამართალში, რომ ომის დროს შეიძლება ხიდებზე თავდასხმა? საავადმყოფოების, კლინიკების, უნივერსიტეტების დაბომბვა? ქარხნების განადგურება?" - განაცხადა ფეზეშქიანმა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროპული ქვეყნები ისრაელის მიმართ მათი პოზიციების გამო შეაქო. კერძოდ, ფეზეშქიანმა შეაქო ექვსი ქვეყნის, მათ შორის ესპანეთის, იტალიისა და თურქეთის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ისრაელის დარტყმების კრიტიკის გამო.

 

 





მსგავსი სიახლეები
იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა
მასუდ ფეზეშქიანი: რა უფლებით დაგვესხნენ თავს? რა დავაშავეთ? რატომ მოკლეს ჩვენი ლიდერი, ჩვენი მეთაურები?
,,ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს''- მარკო რუბიო
ფრიდრიხ მერცი - მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიღწევა შეუძლებელია
რუსეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთ დაკავებული რუსების დასაცავად შეიარაღებული ძალების გამოყენების საშუალებას იძლევა
დონალდ ტრამპი - ჯორჯია მელონის სიმამაცე აკლია, შოკირებული ვარ მისით
თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. დაშავებულია 16 პირი
ევროკომისიამ უნგრეთისთვის განკუთვნილი 35 მილიარდი ევროს განბლოკვისთვის პეტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა
"ირანმა აშშ-ს ურანის გამდიდრების 5 წლით შეჩერება შესთავაზა New York Times
ჯეი დი ვენსი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა ეკონომიკური ტერორიზმის ტოლფასია
,,აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე 20-წლიანი მორატორიუმის დაწესებაზე თანხმობა მოსთხოვა''- „აქსიოსი“
„მეორე მხარე“ დაგვიკავშირდა, ირანს შეთანხმება ძალიან სურს''- დონალდ ტრამპი
,, რომის პაპს ბოდიშს არ მოვუხდი''- დონალდ ტრამპი
The Wall Street Journal: აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია ოფიციალურად დაიწყო
ჯორჯია მელონი: დონალდ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის მიმართ მიუღებელია
სერგეი ლავროვი - მოსკოვი მზადაა უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას - "შეუძლებელია, ომში მყოფი ქვეყანა ევროკავშირში მიიღონ"
აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უნგრელმა ხალხმა აღადგინა თავისი ევროპული გზა, ეს ფუნდამენტური თავისუფლებების გამარჯვებაა