15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს სხეულის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შინაგანი მხნეობის მიუხედავად, შესაძლოა, არსებობს პრობლემა, რომელიც ხშირად უყურადღებოდ გრჩებათ: სახსრები, კისერი, სუნთქვის სისტემა.. თუ ბოლო დროს აპათია ან ძილის პრობლემები გაწუხებდათ, ახლა შესანიშნავი დროა ძალების აღსადგენად. ამაში ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ. დილაობით სირბილი გირჩევნიათ, ცურვა თუ იოგა თქვენი გადასაწყვეტია.
რჩევა: სხეული თქვენი მოკავშირეა. რაც მეტად მოუსმენთ, მით უკეთესად ჩაივლის ეს კვირა.
კურო
ხელსაყრელი დროა, რომ საკუთარ თავს სურვილების განხორციელების უფლება მისცეთ, ურთიერთობები გააღრმავოთ, ვინმეს გრძნობებში გამოუტყდეთ ან ვნებას ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დანებდეთ. სურვილებს ნუ ჩაახშობთ, მაგრამ თავსაც ნუ დაკარგავთ. მარტოხელა კურო შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდებოდა. საღამოს სახლის გარემო დაგამშვიდებთ.
რჩევა: გრძნობებში გამოვლენილი სიმამაცე დღეს მოულოდნელ, მაგრამ სასურველ შედეგს მოიტანს. გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ.
ტყუპები
ამ დღეს სტრატეგიული აზროვნების რეჟიმი უნდა „ჩართოთ". განსაკუთრებით შედეგიანი სამომავლო ამოცანებზე მუშაობა იქნება - ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ დროა პრიორიტეტების შეცვლაზე დაფიქრდეთ. დროა არასტაბილური შემოსავლის წყაროებს გასცდეთ და ყურადღება ახალ პროექტებზე გაამახვილოთ. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია საინტერესო წინადადებები.
რჩევა: თუ ხვდებით, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ჯობს დახმარება ითხოვოთ.
კირჩხიბი
თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად, შიშის გარეშე ისაუბროთ. თქვენი გულწრფელობა უპასუხოდ არ დარჩება, განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს თქვენს შორის დაძაბულობა იგრძნობა. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, ვინც გული გატკინათ, თუნდაც ახლობელი იყოს.
რჩევა: ნამდვილი სიახლოვე შესაძლებელია მაშინ, როცა ერთმანეთს არაფერს უმალავთ. დღევანდელი დღე შეიძლება იმ სიყვარულის საწყისი გახდეს, რომელსაც დიდი ხანია ელოდით.
ლომი
ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ თავი გამოიჩინოთ არა ხმამაღალი სიტყვებით, არამედ შედეგებით. ბოლოს და ბოლოს, შეგამჩნევენ ისინი, ვისი ყურადღება მართლაც მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი იდეებით, რომლებიც აქამდე არავის აინტერესებდა, მოულოდნელად, საყოველთაო ინტერესის საგანი გახდეს. შესანიშნავი დროა იმ პოზიციაზე განაცხადის გასაკეთებლად, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
რჩევა: გამოიყენეთ ეს დღე ავტორიტეტის გასაძლიერებლად. ამ დღეს თქვენს ქმედებებს მეტი ძალა აქვთ, ვიდრე დაპირებებს.
ქალწული
გარემომ და გარემოცვამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და მოვლენების მიმდინარეობა მთლიანად შეცვალოს. ნუ ანდობით თქვენს საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. გირჩევთ, ეს დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და შრომატევადი საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ.
რჩევა: თქვენი ძალა დისციპლინაშია. თქვენი დღევანდელი მცდელობა მალე საგრძნობ შედეგს მოიტანს.
სასწორი
ამ დღეს ყურადღება მიაქციეთ როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ მდგომარეობას. შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, მაგრამ პანიკაში ნუ ჩავარდებით, უბრალოდ ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ. ხელსაყრელი დროა ვარჯიშის დაწყებისთვის. ამ დღემ შეიძლება ძველ მეგობრობას გამოცდა მოუწყოს, თუმცა ის ყველა სირთულეს გადალახავს.
რჩევა: თქვენი სხეული შინაგანი ჰარმონიის ინდიკატორია. უსმინეთ მას და მადლობას გეტყვით.
მორიელი
დროა, მთელი წლის მანძილზე დაუღალავად შრომისთვის გულუხვი ჯილდო მიიღოთ. ამის შემდეგ საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ. ნუ იძუნწებთ, ეცადეთ ოჯახის წევრები ლამაზი საჩუქრებით გაახაროთ. ამ დღეს, მუშაობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხის მოგვარება და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაც მოგიწევთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ.
რჩევა: სიყვარულით ნუ თამაშობთ - იცხოვრეთ მასში. რაც მეტად იქნებით გულწრფელი, მით ძლიერია საპასუხო გრძნობა.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საკუთარი ინიციატივის შესახებ ხმამაღლა განაცხადოთ. თქვენი ქარიზმა განსაკუთრებულად ძლიერია და შეიძლება სხვებისთვის შთაგონების წყაროდ იქცეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება - ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შანსს. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.
რჩევა: იმისთვის ხართ დაბადებული, რომ მასები აიყოლიოთ. ნუ შეგეშინდებათ, ხმამაღლა ილაპარაკეთ, მაგრამ გონივრულად.
თხის რქა
ეს დღე შეიძლება პირადი ცხოვრების გადაფასების სიმბოლოდ იქცეს. თუ საყვარელი ადამიანი გყავთ, შეიძლება იგრძნოთ, რომ მეტი გსურთ. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად და მარტოსულად გრძნობთ. ვარსკვლავების განლაგებამ შეიძლება იმ საუბრისკენ გიბიძგოთ, რომელსაც აქამდე გაურბოდით.
რჩევა: სიყვარული საკუთარი თავის წინაშე გულწრფელობით იწყება. ნუ შეგეშინდებათ აღიაროთ, სინამდვილეში რა გაკლიათ.
მერწყული
თქვენი გონება იდეებით სავსეა, მაგრამ განხორციელებისთვის ენერგია არ გყოფნით. წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, ეს დროებითი პრობლემებია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. არ არის გამორიცხული, რომ უარი თქვათ იმაზე, რაც ენერგიას გართმვთ - შრომატევად პროექტზე ან ტოქსიკურ ურთიერთობაზე.
რჩევა: თქვენი თავისუფლება ისაა, რომ საკუთარი ხმა უკეთესად გაიგონოთ, ვიდრე გარე ხმაური.
თევზები
ამ დღეს შეძლებთ, რომ ყველაზე მწვავე ოპონენტიც კი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ. თქვენ წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ გირჩევთ, ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. არახელსაყრელი დროა ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ამიტომ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანეთ.
რჩევა: გირჩევთ, დღე მშვიდად და აუჩქარებლად გაატაროთ და შრომატევადი საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ.
მსგავსი სიახლეები
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14 აპრილი დედაენის დღეა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა
ირაკლი კობახიძე - გილოცავთ დედაენის დღეს! ჩვენი ვალია, განუხრელად ვიზრუნოთ ჩვენს ყველაზე ცოცხალ ეროვნულ საგანძურზე
14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
14 აპრილის ამინდის პროგნოზი
14 აპრილს, ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
ზვავის ჩამოწოლის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია – ყაზბეგის მერია განცხადებას ავრცელებს
კახეთში მდინარე ალაზანი ადიდდა და საავტომობილო გზები დატბორა
13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
13 აპრილის ამინდის პროგნოზი
მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის