ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ

ეკლესიაა ის თემა, სადაც არავის გაახსენდება და ვერ დააკაშვირებს „ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არის უფლის და ადამიანის სიყვარული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა ამის წინააღმდეგ მიემართებოდა.

„წლებია, „ნაცმოძრაობა" თავისი პარტიის წევრებით, აქტივისტებითა და იმ ტელევიზიებით, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ აგრესიულად ამუშავებდნენ, პატრიარქის წინააღმდეგ აგორებდნენ უბინძურეს კამპანიას. პატრიარქის გარდაცვალების დღეებშიც პირდაპირ ესხმოდნენ თავს მეუფე შიოს, პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენი სულიერი საყრდენი და უძლიერესი ეკლესია, როგორღაც დაენგრიათ, არეულობა და დაპირისპირება შეეტანათ. თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ. მოედნად, სადაც სურთ, ითამაშონ ჩვენი რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ, მათ შორის არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ოჯახური ღირებულებების კანონს ვიღებდით. არ იცავდნენ მაშინ, როდესაც ეკლესიას იმ ბინძური კამპანიისგან ვიცავდით, რომელსაც სათავეში თავად ედგნენ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ".

 





მსგავსი სიახლეები
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია
,,ევროკავშირის ბრალდებები "დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს''-
სუსის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
მარტა კოსი - დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია
"კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში" - ლევან მაჭავარიანი
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით''- შალვა პაპუაშვილი