მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა
ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით და ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, მეტი საფრთხე შევუქმნათ.
მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მოიქცეოდა ისე, როგორც იქცევა „ქართული ოცნების" ხელისუფლება.
„ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენს ქვეყანას აქვს უსაფრთხოების გამორჩეული გამოწვევები, ისეთი გამოწვევები აქვს, როგორიც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს დღეს. ამ პირობებში ნებისმიერი მოქმედების, ნებისმიერი განცხადების, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის დროს გვმართებს, სულ მცირე, ორჯერ უფრო მეტი ფიქრი, თუ მეტჯერ არა, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ვიდრე სხვა ვითარების შემთხვევაში. ჩვენ ბევრად უფრო ფრთხილები უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, მანიპულაციურად და კიდევ უფრო დამახინჯებულად რაღაც ფაქტების წარმოჩენაზე, ვიდრე თქვენ ხართ დღეს. უბრალოდ არ შეიძლება, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი ნაბიჯებით ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ისედაც საკმარისად აქვს გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით, კიდევ უფრო დავუმატოთ და მეტი საფრთხე შევუქმნათ.
ლეგიტიმური პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლების გამოყენების - საქართველოს და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული კანონების გამო ისჯება ჩვენი ქვეყანა. კანონის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში არის სრულიად ნორმალური საქმიანობა. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შემთხვევაში აღმოჩნდა არჩეული პარლამენტის მიერ ლეგიტიმური უფლებამოსილების გამოყენება და კანონის მიღება ასეთი დამანგრეველი რამ ურთიერთობებში. მეც ვიყავი, მათ შორის, ვინც ამ კანონებს მისცა ხმა, როდესაც აქ, ამ ოთახში ვიჯექი და განვიხილავდით იმ კანონებს, რომლებიც, დღესაც ღრმად მწამს, სჭირდებოდა და სჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. დღესაც ზუსტად ისევე მივიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში, რა პროცესიც მაშინ მიდიოდა, რათა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა იყოს თავისუფალი საგარეო ჩარევებისგან, რადგან ამას არაფერი კარგი არ მოაქვს, და ჩვენს ქვეყანაში უცხოური გავლენები იყოს გამჭვირვალე. რომ გვიმტკიცებენ, ქართველი ხალხი, საქართველო ჩემზე და თქვენზე მეტად უყვართ, მე ამის არ მჯერა, ვერავინ დამაჯერებს უბრალოდ. ვერც ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ - არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების - რომელიმე პარლამენტარს, აქტორს აქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მე და თქვენ ჩვენი ქვეყნის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ძალიან რთულ მოცემულობაში იყო, პირველ რიგში, ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა. არც დღეს არის მარტივი ამოცანა. ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, არამედ ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ეს არის რეალური გამოწვევა ჩვენთვის, რეალურად არის საფრთხეები და რეალურად გვიწევს ამ საფრთხეებთან ყოველდღიურ რეჟიმში გამკლავება და შრომა. თქვენ თუ ამას ვერ ხედავთ, ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და ეს აისახება სწორედ მათ მხარდაჭერაში, რაც ნამდვილად ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა