მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ, სანქციებზე ისაუბრა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე.
"2023 წლის ივნისში, საქართველოში იმყოფებოდა მაღალი დონის დელეგაცია (ევროკავშირი, აშშ, ბრიტანეთი), რომლებიც მუშაობენ სანქციების საკითხებზე და ჩვენ მათთან გვქონდა საკმაოდ ინტენსიური დიალოგი, გავაცანით ყველა ის მექანიზმი, რაც საქართველოს ჰქონდა იმ დროისთვის შემუშავებული, რომელიც დღემდე ძალიან ეფექტიანად მუშაობს და შესაბამისად, ამ მექანიზმების ფარგლებში რეგულარულად ხდება ინფორმაციის გაცვლა ევროპულ მხარესთან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ო'სალივანთან რეგულარული კომუნიკაცია (წერილები - 2026 წლის 5 მარტი; 2025 წლის 9 ოქტომბერი). ეს წერილებია არაერთხელ გაგვისაჯაროებია. ევროკავშირის მხარე, როდესაც ახალი სანქციების პაკეტი არის შემოღებული, აცნობებს ქართულ მხარეს და ქართული მხარეც ყველა შესაბამის ზომას ატარებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის დამადასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა, მიუხედავად ამისა მუდმივად გვესმის სპეკულაციები ამ თემაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.
საქართველოს საბაჟო საზღვრებზე დაფიქსირდა სანქცირებული ტვირთის უკან დაბრუნების და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი თქმის 2777 შემთხვევა, ასევე რეგისტრაციის ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე უარის თქმის 1950-ზე მეტი შემთხვევა.
2022 წლიდან სანქციებთან დაკავშირებული საფუძვლით, 61 გემს ეთქვა უარი საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.
მიუხედავად ამ ციფრებისა და ის, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სანქციების რეჟიმებს, არ წყდება ამ თემით სპეკულაციები და აღნიშნული საკითხის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.
ეს ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყნაში მშვიდობას და უსაფრთხოებას.
ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის სათანადო გარემოს შექმნას", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას