გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ

„ნაცმოძრაობას" და მის დანაწევრებულ პარტიებს არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ, ამას თავადაც ამბობენ, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები თუ მიიღებენ ხელისუფლების ჩანაცვლების გადაწყვეტილებას, სათავეში ეროვნული ძალები მოვლენ და არა „ნაციონალური მოძრაობა".

„ბოკუჩავას მორწმუნეობაზე ვერაფერს გეტყვით, მისი პარტიის წევრები ეკლესიის მიმართ როგორი ზიზღით გამოირჩევიან, გადახედონ თავიანთ ისტორიას. ახლა ბოკუჩავამ მორწმუნეები როგორ უნდა მოატყუოს? მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან იდგა მზეში და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება?! ამ ჭკუის რომ არიან, ზუსტად იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ. თქვენ თუ გულისხმობთ „ნაცმოძრაობას" და მის დანაწევრებულ პარტიებს, მათ არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ, ამას თავადაც ამბობენ. ვერც რევოლუციას აწყობენ და ვერც არჩევნებში იმარჯვებენ, რადგან ორივე შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. თავად აღიარებენ, რომ ეს ხალხი დგას იმ ნარატივზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, მიუხედავად პოლიტიკური მხარდაჭერისა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება, ამიტომ შედარება არ შეიძლება.

„უნგრეთის მაგალითი აქ მოსატანიც არაა. საერთოდ, ბატონი მადიარის პოლიტიკური მრწამსი 2-3 წლის წინ ერთი ერთში იყო ის, რაც ჰქონდა ორბანს და ახლაც ასე დარჩა. უბრალოდ იქ იყო პოლიტიკური დაპირისპირება და უნგრულმა საზოგადოებამ ისევ კონსერვატორული ძალა აირჩია, ოღონდ უფრო სხვა მიმართულებით. ეს არის და ეს. უნგრელ საზოგადოებას არ აურჩევია ის ძალა, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა, გაუმარჯოს ლგბტ მიმართულებას, გეი აღლუმებს მოვაწყობთ უნგრეთში, რუსეთს დავუპირისპირდებით და ა.შ. ვნახეთ მადიარის განცხადებები. მადიარი რუსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრობს, ასევე, კონსერვატორულ მიმართულებაზე, საქართველოსთან დაკავშირებით მეგობრობაზე საუბრობს და ა.შ. ასე რომ, ჩერგოლეიშვილი იქნება თუ სხვა, სიზმრებში რას ნახულობენ, ვერ გეტყვით. „ნაცმოძრაობა" დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან, გამომდინარე მათი პრინციპული მიდგომებიდან. „ქართულ ოცნებას" თუ მოუწევს - და ბუნებრივად ოდესმე მოუწევს - ჩანაცვლება, აუცილებლად ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით. როგორც უნგრეთის, ისე საქართველოს საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩაანაცვლოს ხელისუფლება, თუმცა, გარწმუნებთ, ეს არცერთ შემთხვევაში არ იქნებიან არც „ნაცმოძრაობა" და არც მათი პარტიები. ესენი იქნებიან ეროვნული ძალები", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ".

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
გიგა ბოკერია - ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა
შალვა პაპუაშვილი - რამდენიმეწუთიან დეზინფორმაციას შეჩვეული ვართ, ორი დღე თავს ძალით გაიბრაზებენ, შემდეგ გადაივლის ხოლმე
ირაკლი კობახიძე - საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა