გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება

 

უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებითი განსხვავებებია, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული კამპანია, ისეთი როგორიც უნგრეთში ოპოზიციას ჰქონდა და გამარჯვება, რა თქმა უნდა, მაგალითია, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ იზიარებს იმ გზას, რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობდა.

„ალიანსის ხედვაში, რომელიც წარმოვადგინეთ, არის მიქალაქეების იმ ხარისხის უმრავლესობის პოზიციის ჩამოყალიბება, ცვლილებების აქტიური მხარდაჭერის, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი, არა თუ ისეთი, რომელიც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში შეიძლება, ყოფილიყო, არამედ აშკარა დიქტატორული კონტურების მქონე ივანიშვილის ეეჟიმიც ვერ გაუძლებდა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, როგორც მოხერხდება არჩევნებამდე ხელისუფლების შეცვლა, როგორც ამას თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება.

„ყველაზე რელევანტური მაგალითი ჩვენივე ისტორიიდან არის საბჭოთა კომუნისტიური რეჟიმის დამარცხება, რომელიც არჩევნებით გაფორმდა, რომელშიც ეროვნულმა მოძრაობამ მრგვალი მაგიდის ლიდერობით გაიმარჯვა, მაგრამ გარდატეხა მოხდა იქამდე და იმ ხარისხის გარდატეხა იყო, როცა საბჭოთა კომუნისტურ რეჟიმს ვითარების კონტროლი აღარ შეეძლო. ამას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

პარტია „ფედერალისტების" თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს".

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა
გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა
ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს
გეკა გელაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა
პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ირაკლი კირცხალია - ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები