ჯორჯია მელონი - იტალია დაინტერესებულია უკრაინასთან ერთობლივი წარმოების განვითარებით
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ რომი მზად არის, გააძლიეროს თანამშრომლობა უკრაინასთან, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი წარმოების მიმართულებით.
აღნიშნულის შესახებ მელონიმ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელონის თქმით, იტალია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.
„დეტალურად განვიხილეთ, როგორ გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. იტალია განსაკუთრებით დაინტერესებულია ერთობლივი წარმოების განვითარებით, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების მიმართულებით, სფეროში, სადაც უკრაინა ბოლო წლებში წამყვან ქვეყნად ჩამოყალიბდა", - აღნიშნა იტალიის პრემირ-მინისტრმა.
როგორც მელონიმ განმარტა, უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხი არ არის.
„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ სტრატეგიული აუცილებლობაც არის, რადგან საუბარია არა მხოლოდ კიევის ღირსებაზე, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, არამედ ევროპის უსაფრთხოებაზე ფართო გაგებით", - განაცხადა მელონიმ.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომი განაგრძობს რუსეთის მიმართ ეკონომიკური ზეწოლის მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე.
მსგავსი სიახლეები
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ჰიქმეთ ჰაჯიევი - „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსი, მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტი“, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში
ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნავთობი გაიაფდა - მედია
დონალდ ტრამპი - ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, გმადლობთ
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
პეტერ მადიარი - უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა
უკრაინულმა ბრიგადა "აზოვმა" ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა -საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი
მარტა კოსი - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს
ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა