,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი

 

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები და ვიზიტები იგეგმება:

"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან. იმყოფებოდა ვაშინგტონიდან ვიზიტით საქართველოში არაერთი დელეგაცია, რომელთანაც ჩვენ გვქონდა გარკვეული მოსაზრებების გაცლა. შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პრეზიდენტის და ჩემი მცირეხნიანი კომუნიკაციაც.

მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, იმისთვის, რომ ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა, ახალი ძალით, ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გავაჯეროთ. მოველით, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გარკვეული კომუნიკაცია, გვექნება შესაძლებლობა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალი. იგეგმება გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები, ვიზიტები და მოველით, რომ ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება, რათა უფრო დეტალურად გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა
გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე
მაკა ბოჭორიშვილი - ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა
ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ
თინა ბოკუჩავა - სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს