მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ. ფაქტობრივად მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქართული მხარის მითითების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს.
„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. მე ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს გერმანელ კოლეგებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს კავშირები არსებობს, კომუნიკაცია არსებობს და რა თქმა უნდა, დასანანია, როდესაც ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ დგამს ამ პატარა ნაბიჯსაც კი იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია ასახოს საკუთარ ვებგვერდზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მხარე ამას ითხოვს და მიუთითებს, რომ რაღაც არასწორია. რა თქმა უნდა, ისეთი გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, რომ დავიჯეროთ, თითქოს ორი წელიწადია, ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს. არ არის ძალიან რთული ორი გვარის ჩასწორება. საუბარია ნებაზე, რომელიც უნდა გამოხატოს გერმანულმა მხარემ იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა
გურამ მაჭარაშვილი - მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების ტაძართან იდგა მზესა და წვიმაში, ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება? ამ ჭკუის რომ არიან, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ
ნიკოლოზ სამხარაძე - ქართულ ოპოზიციასა და პეტერ მადიარს სრულიად სხვადასხვა ტაქტიკა, სტრატეგია აქვთ, შემცდარან, თუ ჰგონიათ, რომ მადიარის გამარჯვება რაიმე შედეგს მოუტანთ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე