"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას

კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია, სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას, - ამის შესახებ „ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ნეიტრალურ საქართველოში" აცხადებენ, უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ინტერპელაციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის საგანგაშო განცხადებას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელშიც მან ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს არარელევანტური უწოდა და საკითხზე ნეგატიურად ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობის და დეოკუპაციის კონტექსტში. კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ქვეყნის გარედან მიღებული დირექტივის შესაბამისად წლების განმავლობაში ნერგავდა ცრუ ნარატივს, თითქოს ნეიტრალიტეტი რუსეთის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ მინისტრის განცხადება, ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უკიდურესად არარელევანტური სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი და მთლიანად ილუზიებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის უსასრულოდ გაგრძელებაა. NATO-ში გაწევრიანების უსაფრთხოების ქოლგად, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიად წარმოჩენა თავშივე მცდარი იყო და ამ გზაზე სვლამ ჩვენს ქვეყანას 35 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე დარტყმა მიაყენა. წლების წინ თუ ამ შედეგების განჭვრეტა რთული იყო, დღეს ეს უკვე მოცემულობაა, ფაქტიურად აღარ არსებობს ევრო-ატლანტიკური თანამშრომლობის ძველი ფორმატი და ამის ვერდანახვა სახელმწიფოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა: „როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთისგან არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება, ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტზეც".

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
იაგო ხვიჩია: ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, მიშა საააკშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა