მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი

„ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში," - განაცხადა „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ტონი ევროკავშირის მხრიდან უკვე შერბილებულია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ბრიუსელის ტონი აუცილებლად შეიცვლება.

„ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭება უკვე ნიშნავს იმას, რომ შერბილებულია მისი ტონი. ევროკავშირმა ერთი მხრივ, შარშან გამართულ კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა 8 ქვეყნის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის საკითხი, საქართველო არ მიიწვია და მეორე მხრივ, ერთი წლის შემდეგ, ამ პროექტს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ეს ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს ძალიან მალე და მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ, პოლიტიკური იმპერატივი წინ არის წამოწეული და ევროპა დღესდღეობით პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს.

სხვათა შორის, ეს პოლიტიკური დღის წესრიგი მთელი ევროკავშირის ეკონომიკას აზიანებს. მათი ეკონომიკა მთლიანად მძიმე ვითარებაშია ნავთობპროდუქტების გაძვირების, ბლოკადებისა და სანქციების გამო. ამიტომ, ისინი იძულებულები იქნებიან გარკვეულწილად შეარბილონ სანქციები. ჩვენ უკვე ვიხილეთ სანქციების შერბილება, როდესაც სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ევროპამ შეაჩერა რუსეთის მიმართ სანქციების მეოცე პაკეტის ამოქმედება, ასევე აამოქმედეს შერბილებული ნორმები რუსეთის ნავთობის შესყიდვისას და ა.შ. ისინი დღევანდელი პოლიტიკითა და განცხადებებით, საკუთარ თავსაც აზიანებენ და არ უნდა გაგვიკვირდეს საქართველოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება რომ ვერ ექნებათ, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობაში სულ უფრო მეტად მატულობს უკმაყოფილება, რაც გამოწვეულია არაპრაგმატული პოლიტიკის გატარებით.

ასე რომ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა