კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის" მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც კალძემ შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, ქვეყანას გააჩნია რესურსი, რომ ამ მხრივ არცერთ სხვა ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული, პირიქით, საქართველოს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, რათა საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით დამოუკიდებელი იყოს. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და მეამაყება, რომ გორში, ქარის ერთი ელექტროსადგურის და 23 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განვახორციელეთ, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ხელის შეშლა, შეურაცხყოფა და ცილისწამება. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. ამის არგამოყენება დანაშაული იქნება. გვაქვს საშუალება, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ ვიყოთ დამოკიდებული არც აზერბაიჯანზე, არც რუსეთზე. პირიქით, ვიყოთ თვითკმარი ქვეყანა და მეტიც, შეგვიძლია, ჩვენი რესურსების სწორად გამოყენებით განვახორციელოთ ელექტროენერგიის ექსპორტი თუნდაც ევროპულ ქვყნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, დიდი პროექტების - „ხუდონჰესის", „ნამახვანჰესის" მშენებლობა აუცილებელია, რადგან ეს კეთდება ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე შეფასებით, „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას უფრო მეტი, დეტალური ინფორმაცია უნდა მიეღო.
„ვფიქრობ, უფრო სწორი მიდგომა უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ უნდა აეხსნათ მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს ჩვენი, ყველას პრობლემა იყო. ამიტომ უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს. ვიღაცას რაღაც პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. როდესაც ამ ტიპის, ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება, არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება შეეწინააღმდეგონ სამუშაოებს, თუმცა ჩვენი ვალია, ავუხსნათ, უფრო მეტი ვისაუბროთ. ვიღაცას, შეიძლება, რაღაც სხვა ინტერესები ჰქონდა, ვიღაცას, შეიძლება, სხვა სახელმწიფო უხდიდა იმაში, რომ პროტესტი გამოეთქვა. ბევრი ფაქტორია, რაც ვნახეთ და პრობლემას წარმოადგენდა. მთავარი პრობლემაა ისაა, რომ პროექტი ვერ განხორციელდა, რაც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია. მომავალში აღნიშნული პროქტის განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის", - განმარტა თბილისის მერმა.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
გიგა ბოკერია - არჩევნებამდე უნდა მოხდეს გარდატეხა, რომელიც შემდეგ არჩევნებზე ფორმდება
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, უბრალოდ, ახლა მათთვის ახალი სეზონი დაიწყო, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, ადრე ვენესუელის სცენარის მომხრეები იყვნენ
გია ვოლსკი - აგრესიული პოზიციით ხელისუფლების მიმართ გალაშქრება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა აშკარად აჩვენებდა იმას, რომ პოლიტიკური სპეკულაცია ჩვენი ოპონენტებისთვის უცხო არ არის
ლევან სანიკიძე - მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს, არის საუბარი, თუ როგორი ფარისეველი და ფსევდოქრისტიანული ღირებულებების მატარებელია "ქართული ოცნება"
კოლექტიურმა "ნაცმოძრაობამ" გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ -ირაკლი ზარქუა
გიორგი შარაშიძე - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ქართულ ოცნებას" უპასუხისმგებლო მინისტრები ჰყავს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება ევროკავშირს დააბრალა