მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო

სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.

ადგილზე დედაქალაქის მერი მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

„არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, მოხდება მისი დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, გაკეთდება ტროტუარები, რაც აქამდე არ არსებობდა. დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება სამუშაოებს. ამ დროში შეიქმნება გადაადგილებასთან, ხმაურთან დაკავშირებული დისკომფორტი, მაგრამ ამ ხიდით მოსარგებლე ავტომობილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება აუცილებელი იყო", -განაცხადა კახა კალაძემ.

არსებული ლითონის საავტომობილო ხიდის სიგრძე 64 მეტრია, რომლის ნაცვლად ახალი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომლის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდნენ.

 





მსგავსი სიახლეები
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხვალ მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ
საქართველოში ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს
გივი მიქანაძე - ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა
არჩილ ბერიძე: მაესტრო სტურუამ სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა დიდი შემოქმედების გზა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14 აპრილი დედაენის დღეა