ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა -საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი

ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ დაახლოებით ექვსი კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი დარჩა, - ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა „ასოშიეთედ პრესთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ირანის ომის გამო ნავთობის მიწოდება კვლავ შეფერხებული თუ იქნება, შესაძლებელია, მალე ფრენების გაუქმებაც დაიწყოს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფათიჰ ბიროლმა არსებულ მდგომარეობას ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი უწოდა.

მისი განმარტებით, კრიზისი გამოწვეულია ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სხვა მნიშვნელოვანი რესურსების მიწოდების შეწყვეტით.

„ამას გლობალურ ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ექნება. ეს მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უარესი იქნება ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციისთვის მთელ მსოფლიოში", - განაცხადა ბიროლიმ.

ფათიჰ ბიროლის თქმით, კრიზისის შედეგი იქნება ბენზინის ფასების ზრდა, გაზის გაძვირება და ელექტროენერგიის მაღალი ფასები.

მისი პროგნოზით, ეკონომიკური ზიანი არათანაბრად გადანაწილდება და ზოგი ქვეყანა სხვებზე მეტად დაზარალდება. ფათიჰ ბიროლიმ განსაკუთრებით გამოყო იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი და ბანგლადეში, როგორც კრიზისის წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები.

„ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის ქვეყნები, რომელთა ხმა ნაკლებად ისმის. ეს, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნებია აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში", - ამბობს ფათიჰ ბიროლი.

 





მსგავსი სიახლეები
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ჰიქმეთ ჰაჯიევი - „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსი, მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტი“, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში
ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნავთობი გაიაფდა - მედია
დონალდ ტრამპი - ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, გმადლობთ
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
პეტერ მადიარი - უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა
უკრაინულმა ბრიგადა "აზოვმა" ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა -საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი
მარტა კოსი - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს
ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა