ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც

მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას; თუ მივიღებთ მონაწილეობას, რას ვეძახით არჩევნებს; თუ არ მივიღებთ, რატომ; უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში; რომ არ შევედით, რატომ არ შევედით; და სხვა მსგავს საკითხებზე არც ერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც მივიღებ და ვერც მივიღებ, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას თქმით, ეს არც შესაძლებელი იყო და არც ახლაა შესაძლებელი.

„არც ამის სურვილი მქონია და არც მექნება. ისევე, როგორც არასდროს არ გადამიწყვეტია მარტო მათ შორის არც დაფინანსების საკითხი (როგორც ფულის მიღების, ასევე ფულის ხარჯვის ნაწილში). ასე რომ, ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველს/მეპროტესტეს, ერთის მხრივ, ეგოისტურად სასიამოვნოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც (პირადად ჩემთვისაც და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საქმისთვისაც). თანაც, ახლა ვინმეს სხვაზე მეტად ლიდერობის აღქმის (გინდა ჩემი, გინდა სხვისი) არც დროა და არც საჭიროება. უფრო პირიქით.

ამ ვითარებაში, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე. ჟურნალისტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ, რომ უხერხული და რთული შეკითხვები მხოლოდ ჩემთვის არაა განკუთვნილი. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და აჩენს განცდას, რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, ყველას ერთად გამოუვა. და თუ რამე არასწორად წავიდა/არ გამოვიდა, დაე გვარამიას დაბრალდეს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ: გინდა პარტიაში, გინდა კოალიციაში, გინდა ალიანსში. გინდა თავისუფლებაზე და გინდა ციხეში. კარგზეც და ცუდზეც, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც.

ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, გარეთაა, ციხეშია თუ უცხოეთში, მარტივად და ყველასთვის გასაგებად დაწეროს პასუხი, მაგალითად, 2028-ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და პირობებზე; პარლამენტში შესვლა-არშესვლას როგორ უყურებენ დღევანდელი გადასახედიდან და რას ფიქრობდნენ, რა პოზიციაზე იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას და ა.შ", - წერს ნიკა გვარამია.

 





მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი "ვაიმარის სამკუთხედის" საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, საქართველო იქნებოდა დანგრეული და დიდი ალბათობით, ომგადატანილი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
შალვა პაპუაშვილი - საქართველოში საკმარისი მარშრუტებია თვითმფრინავების გადასაფრენად, სამეცნიერო პოტენციალისთვის შეზღუდვის დაწესება კი უმტკივნეულოდ ხდება
კახა კალაძე - უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ "ნამახვანჰესის" ტიპის პროექტები მომავალში განხორციელდეს
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს -კახა კალაძე
ირაკლი კობახიძე გაეროსთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება - ეკა სეფაშვილი
მაია ბითაძე - ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას
"ნეიტრალური საქართველო" - სამწუხაროა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ხელს უშლის საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის იდეის სწორად აღქმას
მაკა ბოჭორიშვილი - შეიძლება, ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
ინტენსიურად ვიმუშავეთ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წარგვედგინა, შრომამ შედეგი გამოიღო და ყულევის პორტის დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას - მაკა ბოჭორიშვილი
,,სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები''- მაკა ბოჭორიშვილი
მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო'ფლაერს შეხვდა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალი, C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა