დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება

ისრაელს და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

ტრამპის მტკიცებით, ქვეყნებს შორის მშვიდობის მისაღწევად ლიდერები დათანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.

„სამშაბათს ორი ქვეყნის წარმომადგენლები 34 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ აქ, ვაშინგტონში, ჩვენს დიდებულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს", - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს, ჯოზეფ აუნის თეთრ სახლში მოვიწვევ ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის 1983 წლის შემდეგ. ორივე მხარეს სურს მშვიდობა და მჯერა, ეს მოხდება", - წერს აშშ-ს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

 





მსგავსი სიახლეები
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ჰიქმეთ ჰაჯიევი - „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსი, მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტი“, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში
ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნავთობი გაიაფდა - მედია
დონალდ ტრამპი - ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, გმადლობთ
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
პეტერ მადიარი - უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა
უკრაინულმა ბრიგადა "აზოვმა" ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა -საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი
მარტა კოსი - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს
ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა