თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
პარიზში, „გრან პალეში" პარიზის წიგნის ფესტივალი გაიხსნა.
წიგნის ფესტივალის გახსნის ცერემონიას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ყურაშვილი დაესწრნენ.
ფესტივალის სტუმრებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, კატრინ პეგარმა, UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ხალედ ელ-ენანიმ, პარიზის მერის მოადგილემ კულტურის, კულტურული სუვერენიტეტისა და თავისუფალი მედიის საკითხებში, ფლორიან სიტბონმა, Île-de-France-ის რეგიონის პრეზიდენტმა, ვალერი პეკრესმა, Paris Livres Événements-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის დირექტორმა, პიერ-ივ ბერენგერმა, Syndicat National de l'Édition-ისა და პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტმა, ვენსან მონტანმა.
ღონისძიებას ფესტივალის მონაწილე დელეგაციების წევრები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს.
„წელს პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვულოცავ მწერალთა სახლს და აქ წარმოდგენილ ავტორებს ამ წარმატებას. მეამაყება, რომ ჩვენს მწერლობას ევროპის ცენტრში მაღალ დონეზე წარმოვაჩენთ. მინდა, აღვნიშნო, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური გამოცემები. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი დღეს გაიხსნება. მას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე გახსნის.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი წარდგება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემითა და 10-მდე გამომცემლობით. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია აგებულია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის - „მოგზაურობა კავკასიაში" მოტივებზე. სტენდი ფესტივალის დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში დაეხმარება. სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად" ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი პროგრამა მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, კინოჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოსა და კულინარიულ პრეზენტაციებს.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1 000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხვალ მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ
საქართველოში ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს
გივი მიქანაძე - ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
,, ენაა ის მთავარი კოდი, რომლითაც ვარჩევთ შინაურს და გარეულს''- შალვა პაპუაშვილი
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს