ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ „ბლუმბერგი" წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.

როგორც „ბლუმბერგი" წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.

მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.

 





მსგავსი სიახლეები
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ჰიქმეთ ჰაჯიევი - „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსი, მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტი“, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში
ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნავთობი გაიაფდა - მედია
დონალდ ტრამპი - ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, გმადლობთ
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
პეტერ მადიარი - უნგრეთის ახალი მთავრობა მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, გვსურს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ევროპა არალეგალური მიგრაციისგან
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ძალიან გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ყველა კონფლიქტის ან, სულ მცირე, მსოფლიო არეულობების მთავარი წყარო არის გაერო-ს უშიშროების საბჭო
ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს
ლიბანი ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელ-ლიბანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ დეტალები გამოაქვეყნა
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა
უკრაინულმა ბრიგადა "აზოვმა" ქალაქ დონეცკის დრონებით ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-მა სირიაში სამხედრო მისია დაასრულა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ათდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდება
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
ევროპას, შესაძლოა, მხოლოდ ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა -საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი
მარტა კოსი - ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ახალი წევრი სახელმწიფო, რომელიც დაგვასუსტებს
ოდესაში რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა