თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.
თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 20%-ს, მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.
თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს.
დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის", რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.
წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე", რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.
წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.
თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.
(R)
მსგავსი სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხვალ მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ
საქართველოში ტემპერატურა +23 გრადუსამდე მოიმატებს
გივი მიქანაძე - ყველა იმ ოჯახის მოსწავლე, რომლის სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, სასკოლო ფორმას უსასყიდლოდ მიიღებს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ სოფელ ოძისს ეწვია
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება