"აქსიოსი" - ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, - ამის შესახებ „აქსიოსს" ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო".

როგორც „აქსიოსი" წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 16 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს", - დაწერა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

 





მსგავსი სიახლეები
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
„სქაი ნიუსი“ - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს
,,აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები ჩემს ინტერესში არ შედის''- რომის პაპი ლეო XIV
თავდამსხმელთან მოლაპარაკებები 40 წუთი მიმდინარეობდა - ცნობოლია დღეს კიევში მომხდარი ტერაქტის დეტალები
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადის დაწყების შემდეგ, უკან 23 გემი გააბრუნეს
მოჯტაბა ხამენეი - ისლამის არმია მამაცურად იცავს თავის წყლებს, მიწას და დროშას, აშიშვლებს ურწმუნოებისა და ამპარტავნების სისუსტეს, ირანის ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს
ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს
"აქსიოსი" - ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა
მარკ რუტე - საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება
უკრაინამ რუსეთის სამრეწველო ქალაქებსა და ბალტიის ზღვისპირა პორტზე დრონებით იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი ძალიან ბედნიერია, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას, ეს ალბათ ისტორიული იქნება, ბევრ რამეს მივაღწევთ
აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა
,,ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა''- ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო
სლოვაკეთი რუსული გაზის აკრძალვის გამო ევროკავშირს სასამართლოში უჩივლებს
დონალდ ტრამპი - აშშ დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ჰიქმეთ ჰაჯიევი - „შუა დერეფნის“ მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაქო-თბილისი-ყარსი, მეორე მიმართულებაა „ტრამპის მარშრუტი“, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში
ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნავთობი გაიაფდა - მედია
დონალდ ტრამპი - ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად გაიხსნა და მზადაა სრულფასოვანი ნავიგაციისთვის, გმადლობთ
ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო