აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი - ერთი გალონი ბენზინის ფასი სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, მომავალ წლამდე არ ჩამოვიდეს
ერთი გალონი ბენზინის ფასი სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, მომავალ წლამდე არ ჩამოვიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა.
„სიენენთან" ინტერვიუში რაითმა აღნიშნა, რომ ფასებმა სავარაუდოდ უკვე პიკს მიაღწია და ახლა შემცირებას დაიწყებს.
„ფასებმა ალბათ უკვე მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კლებას დაიწყებს. რა თქმა უნდა, კონფლიქტის დასრულების შემთხვევაში ენერგომატარებლებზე ფასები მთლიანობაში შემცირდება", - განაცხადა რაითმა.
მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ საწვავის ფასი ერთ გალონზე დოლარზე მეტით გაიზარდა, რაც ძირითადად ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხებამ გამოიწვია.
რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ „შეერთებული შტატები არაფერს კარგავს" ჰორმუზის სრუტის დახურვით, რაითმა აღნიშნა: „ამ 47-წლიანი კონფლიქტის დასრულებას და ირანისთვის ბირთვული იარაღის მიღების თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, მოკლევადიანი რღვევები მოჰყვა. ვფიქრობ, ეს ფანტასტიურად მოვახერხეთ".
როგორც „სიენენი" წერს, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი დღეს 4.05 დოლარია. 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის ირანთან კონფლიქტამდე მისი ფასი 2.98 დოლარი იყო.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი - ერთი გალონი ბენზინის ფასი სამ დოლარზე ქვემოთ შესაძლოა, მომავალ წლამდე არ ჩამოვიდეს
აშშ-ში, ლუიზიანას შტატში სროლის შედეგად რვა ბავშვი დაიღუპა
მედიის ცნობით, ირანმა უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე
,,სიმართლე არ არის, რომ მე მწვავს სურვილი, ვესტუმრო შეერთებულ შტატებს და ხელი ჩამოვართვა დონალდ ტრამპს''- ალექსანდრ ლუკაშენკო
,,უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს''- ლავროვი
ირანის მთავარი მომლაპარაკებლის განცხადებით, აშშ და ირანი "საბოლოო შეთანხმებისგან შორს არიან"
დონალდ ტრამპი - ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის შესანიშნავი მოკავშირეა
უნგრეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, პეტერ მადიარის პარტია „ტისამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება
„სქაი ნიუსი“ - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის სამხედრო ძალებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას” ობიექტებზე იერიში მიიტანეს
,,აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დებატები ჩემს ინტერესში არ შედის''- რომის პაპი ლეო XIV
თავდამსხმელთან მოლაპარაკებები 40 წუთი მიმდინარეობდა - ცნობოლია დღეს კიევში მომხდარი ტერაქტის დეტალები
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის პორტების ბლოკადის დაწყების შემდეგ, უკან 23 გემი გააბრუნეს
მოჯტაბა ხამენეი - ისლამის არმია მამაცურად იცავს თავის წყლებს, მიწას და დროშას, აშიშვლებს ურწმუნოებისა და ამპარტავნების სისუსტეს, ირანის ფლოტი მზადაა, მტრებს ახალი დამარცხებების სიმწარე აგემოს
ორ გემს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს
"აქსიოსი" - ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა და თეთრ სახლს განმარტება სთხოვა
მარკ რუტე - საჭიროა თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, უთხარით თქვენს ბანკებსა და საპენსიო ფონდებს, რომ მათ შეუძლიათ თავდაცვაში ინვესტირება
უკრაინამ რუსეთის სამრეწველო ქალაქებსა და ბალტიის ზღვისპირა პორტზე დრონებით იერიში მიიტანა
დონალდ ტრამპი - სი ძინპინი ძალიან ბედნიერია, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას, ეს ალბათ ისტორიული იქნება, ბევრ რამეს მივაღწევთ
აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა
,,ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა''- ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო