NAEC-მა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო.
კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online.naec.ge - 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
"სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება "საქართველოს ბანკის" პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ", - აღნიშნულია NAEC-ის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ევროპის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება
გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი შეცდომაა ის, რომ საზოგადოებას ეუბნებიან ფასს და იმედს, მაგრამ არ ეუბნებიან რისკებს
უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
21 აპრილს მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა - ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ
21 აპრილის ამინდის პროგნოზი
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ
,,ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს''- ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ეწვია