შალვა პაპუაშვილი - სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
სრულად ვიზიარებ მეუფე იაკობის და მეუფე გიორგის სულისკვეთებას, რომ პატრიარქის არჩევნებში ჩარევა არ უნდა მოხდეს, პატრიარქის არჩევა არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია, შესაბამისად ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა უნდა გაუფრთხილდეს სინოდის კომპეტენციასა და უფლებამოსილებას, აირჩიოს პატრიარქი.
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ არის რიგი პარტიები და მართლაც ვხედავთ კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ. მიმართული არის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. მნიშვნელოვანია, ყველა გავუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილებას, რომ აირჩიოს პატრიარქი. შესაბამისად, ჩვენც ზუსტად ამ სულისკვეთებით ვმოქმედებთ.
სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს. თქვენ ხვდებით ყველა, თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს წმინდა სინოდის წევრები. ეს არის 50 წელში მეორე შემთხვევა სწორედ 1977 წლიდან, პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ასეთი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება არის მისაღები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ მეუფეებმა საჯაროდაც, ზოგადადაც ისაუბრონ. მგონი, ქადაგებაში სხვაც იგულისხმებოდა, კონკრეტულად დაასახელა კიდევაც სხვაც. სრულად ვიზიარებ მეუფეების პოზიციას, რომ არ უნდა ჩაერიოს არავინ. არ მგონია მხოლოდ ხელისუფლებას, ყველას მიმართავენ, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს. სრულად ვიზიარებ, რომ წმინდა სინოდის გადასაწყვეტია პატრიარქის არჩევა. სრულად ვიზიარებ იმ პოზიციებს, რომელიც ქართულ ეკლესიას გააჩნია",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ შეშფოთების საგანია, ვხედავთ, როგორ ირღვევა ნდობა და პროგნოზირებადობა, რაც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს
გია ვოლსკი - სააკაშვილის გარეშე "ალიანსი" არ არსებობს, სააკაშვილი არის მთავარი სახე
რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -კახა კალაძე
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება