,,ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით''- შათირიშვილი

 

ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის" ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათრიშვილი მორიგ წერილში.

მისი განცხადებით, დიპ სტეიტის" მოქმედების ფორმულა გაშიფრულია და ამიტომ, ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება, ვინაიდან, მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს.

"ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმედის თვალით შეჰყურებს იმ პროცესებს, რომელიც დღეს სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს და რომელმაც, ლოგიკური თვალსაზრისით - კრიმინალური პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და მოღალატე, აგენტურული პოლიტიკოსების მკაცრი სამართლებრივი სასჯელი უნდა განაპირობოს. ცხადია, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია, რომ პასუხი აგებინოს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჯერ ხელისუფლების პირობებში, ხოლო შემდეგ ოპოზიციიდან არ ასვენებდა ამ ქვეყანას, ჰქონდა გადატრიალების არაერთი მცდელობა და ღიად, დაუფარავად ემსახურება „დიპ სტეიტის" ინტერესებს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ ბანდიტების განეიტრალებით ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაისვენებს გამუდმებული ქაოსისგან, მაგრამ სამწუხაროდ, მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს ფუჭი იმედია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

ზემოთ ვახსენე, რომ საბედნიეროდ გაშიფრული გვაქვს გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიპ სტეიტის" მოქმედების ფორმულა და ამიტომ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება. არ იქნება ერთადერთი მიზეზის გამო - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების, მათდამი დაქვემდებარებული პაიკების ხელით და როგორც საქართველო, ასევე მისი ხალხი ემსახურებოდეს ოლიგარქიული ოჯახების ინტერესს. საბედნიეროდ, მოქმედი პოლიტიკური გუნდი მსგავს ნაბიჯს არასოდეს გადადგამს, რაც განმსაზღვრელია მხოლოდ ერთი შინაარსის ხვალინდელი დღის - გაგრძელდება გარედან დაუნდობელი შემოტევა საქართველოზე." - წერს ზაზა შათირიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
იაგო ხვიჩია: ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, მიშა საააკშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა