შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია

 

როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, ჩვენ ვპასუხობთ. როდესაც კრემლის პოლიტიკის გამტარებლებს, პრორუსულს და ა.შ. გვეძახიან, ამაზე ყველა მიიღებს პასუხს. ისინი რომ გამოგონილ ბრალდებებს გვიყენებენ, ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ , - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებთ, ეს დიალოგის რამდენად სწორი ფორმაა?

პაპუაშვილის თქმით, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას „ურტყას" და ამაზე სიჩუმეს მიიღებს, საქართველოს ისტორია არ სცოდნია.

„არაერთხელ უსაუბრია ამაზე პრემიერსაც, რომ როდესაც ერთხელ ევროკავშირის ერთ-ერთმა ელჩმა დაიჩივლა, რომ ხდება რიტორიკული თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, მაშინ შესთავაზა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გაჩერდება და შევხედოთ ვინ დაიწყებს. მართლაც გავჩერდით, ეს რამდენიმე კვირა გაგრძელდა და პირველი თავდასხმა წამოვიდა იქიდან. აქ თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და ჩვენ გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით, ახლახან აღვნიშნე 1978 წლის მოვლენები, როდესაც ყველა რესპუბლიკამ საკუთარ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ მშობლიური ენა არის სხვა ენებთან თანაბარი, ეს საქართველომ გააპროტესტა. თუ ჰგონიათ იუკნევიჩიენებს და კაია კალასებს, რომ პრორუსებს დაგვიძახებენ, რაღაცებს დაგვაბრალებენ და ჩვენ გავუჩუმდებით, ზუსტად მათ უნდა იცოდნენ კარგად (ბალტიის ქვეყნებიდან არიან და ამდენი უნდა იცოდნენ) რომ არ გავუჩუმდებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზურაბ პატარაძე - დარწმუნებული ვარ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება
ირაკლი კობახიძე - ზურაბ პატარაძე იქნება გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ
პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
კახა კალაძე - აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკიმ პირდაპირ ისაუბრა დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს, სახელმწიფოს, უნდა მოხდეს მისი დაბარება და დაისვას კითხვები
აშშ-ის საელჩო:1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს თავისთავად მეტყველებს ელჩის მძიმე მდგომარეობაზე
პაველ ჰერჩინსკი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
კახა კალაძე - გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
,,მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე''- მდინარაძე
,,მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი''- მდინარაძე
მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - „ოპოზიციის ალიანსიდან“ გასვლაზე გუნდში კონსულტაციები არ მიმდინარეობს
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ამორალურია, როდესაც არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა ხდება მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურად ან, გნებავთ, კომერციულად, ეს ვინმესთვის საინტერესოა
საქართველომ ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა დაიწყო
თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს იქნება ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს ან ასხივებს
"საქართველოსთვის ფორუმის თავმჯდომარეობა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, ორგანიზაციის მუშაობაში შეიტანოს წვლილი" - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - კაია კალასის მხრიდან გრძელდება ევროკავშირის საკითხის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოსთან მიმართებით, თუ ვინმეს რამე აქვს შესაცვლელი, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატია
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრა გამართა