,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
„ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას თქმით, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს.
„ერთადერთი, ვინც საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო, „ქართული ოცნებაა". კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავზე დაგვამხო. „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა იმ პოლიტიკური ძალების, ოპონენტების აკრძალვა, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ. საკონსტიტუციო სარჩელი და მისი გაფართოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს. ეს განცხადება ამის იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქვეყანაში არანაირი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს. ერთადერთი ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა, რომელიც შედეგს მოიტანს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. „ქართულმა ოცნებამ" ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა. აკრძალვის მიზეზი არა ალიანსი და რომელიმე პოლიტიკური პარტიაა, არამედ „ქართულ ოცნებას" სურს, ქვეყანაში ოლიგარქიული, ნეომონარქიული მმართველობა გააფორმოს, ივანიშვილის ოჯახს მთელი ქვეყანა გაუფორმოს. ამას ემსახურება ეს ნაბიჯი. დემოკრატიული წესწყობილების ცვლილებას და, ფაქტობრივად, იურიდიულ გაფორმებას წარმოადგენს სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელში თუ აქამდე ოთხი პარტია იყო, ახლა სხვა პარტიებიც დაემატება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც" დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერი საქართველო - ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
იაგო ხვიჩია: ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, მიშა საააკშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა