შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა.
ახალი საპარლამენტო ჯილდო - პარლამენტის საპატიო მედალი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
საჰიბა გაფაროვა პირველია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის თანახმად დაწესებული პარლამენტის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.
საჰიბა გაფაროვამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თავმჯდომარეობისას მნიშვნელოვნად გააქტიურდა საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის კავშირები ყველა დონეზე, ასევე, შედგა არაერთი წარმატებული მაღალი დონის ვიზიტი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში, საჰიბა გაფაროვას საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებს შორის რეგულარული კავშირების შემდგომ გაძლიერებასა და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
მსგავსი სიახლეები
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით''- შალვა პაპუაშვილი
,,ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით''- შათირიშვილი
შალვა პაპუაშვილი - სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
შალვა პაპუაშვილი - ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
,,EMAAR-ის შემოსვლა ინდიკატორი გახდა, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა''- ლევან მაჭავარიანი
,,Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა''- დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში