კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა

 

"ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს", - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივას, რომ საყოველთაო კარდაკარის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც წლების წინ, ახლაც გარე ძალებისგან იმართებიან, რასაც მოსახლეობის ნაწილი კარგად ხედავს.

"ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ, ვისთან უნდა მივიდნენ, რაზე უნდა ისაუბრონ. დღეს, ქვეყანაში ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხზე თავისუფლად არის შესაძლებელი. მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგად ხედავს, ვინ ვინ არის, ვინ რას საქმიანობს, რა არის მათი მთავარი მოტივაცია საქართველოსთან მიმართებაში. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე უბედურება შეიძლებოდა ქართველს დამართნოდა, ყველაფერი დამართეს ხალხს. მათ ყველაფერი იკადრეს. შესაბამისად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, რაც უნდა ცალკე პარტიები შექმნან და ახალი სახელები დაირქვან. ყველანი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა და გარე ძალებისგან იმართებოდა. სამწუხაროდ, ეს პროცესები დღესაც გრძელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, დედაქალაქის მერის თქმით: "26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული - ქვეყნის დამოუკიდებლობის თარიღი. ცდილობენ, რომ ეს დღე თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან, ვისგან იმართებიან და იღებენ დავალებებს. მათ ქვეყანასთან დაკავშირებული არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ. საერთოდ არ აინტერესებთ სამშობლოს ცნება და ქვეყნის სიყვარული. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, მისია და ამ მითითებებს მიყვებიან."

 

 





მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი - ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებას, მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტით გაემგზავრა
კაია კალასი - საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს - მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
მიხეილ სააკაშვილი - მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად იმუშაოთ
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს, სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
სინოდის სხდომა, რომელზეც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩევა, 28 აპრილს გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას გეკა გელაძე დაიკავებს
მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მომლაპარაკებლები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ირანის "დაბომბვებს" ელის
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს
უნდა დავეხმაროთ საქართველოს, გააგრძელოს გზა, რომელიც მისი მოსახლეობის უმეტესობას სურს - ხოსე მანუელ ალბარესი
თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილის 18 აპრილის განცხადება იყო თვითგანდიდების ტექსტი, შეთანხმების დარღვევას თუ გააგრძელებს, თვითონ ვეღარ იარსებებს ალიანსში
მიხეილ სარჯველაძე: მთავრობის სხდომაზე განსახილველად გაგზავნილია ცვლილების პროექტი, რომლის შედეგადაც, დიუშენის პაციენტებსაც გაუფართოვდებათ ამბულატორიული, თუ სტაციონარული, თუ კვლევითი მომსახურება
იაგო ხვიჩია: ძველი გიენები მთავარ ლიდერს დაესივნენ და იმის გამო, რომ ის ციხეშია, მიშა საააკშვილს ხმის ამოღების უფლებას ართმევენ, ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ?!
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქართველ კოლეგებთან მუშაობა, ისევე როგორც რეგიონში, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდაჭერა - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა