,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი

 

ანტიდემოკრატიული პროცესების და არეულობის მოწყობის მცდელობა საქართველოში,  რისთვისაც ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება - მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლაჟევიჩი განაგრძობს გარკვეული ჯგუფების მომზადებასა და ინსტრუქტაჟს, მათ შორის არიან "მომავლის აკადემია", მოძრაობები "წერტილი" და "ფარი". ბლაჟევიჩის ორგანიზაცია კი დასავლური ფონდებიდან ფინანსდება. მედიის ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში არსებულ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტული გეგმა შეუდგინა.

"ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა და გზამკვლევი შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში. ასევე, ჩვენ გვახსენდება კანვასის ტრენინგები. და ყველა ეს აქტორი რით გამოირჩევა? იმით, რომ სახელი აქვთ მოხვეჭილი რევოლუციური სცენარების დაგეგმვაში და ახლა, კონკრეტულად ეს ბატონი ჩეხეთიდან ასრულებს ზუსტად იგივე მისიას რადიკალური ოპოზიციისთვის", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით''- შალვა პაპუაშვილი
,,ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით''- შათირიშვილი
შალვა პაპუაშვილი - სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
შალვა პაპუაშვილი - ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
,,EMAAR-ის შემოსვლა ინდიკატორი გახდა, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა''- ლევან მაჭავარიანი
,,Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა''- დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: არც მოსკოვს დავუბრუნდებით მუხლებზე ხოხვით და არც ბრიუსელს ასკინკილათი და ცალ ფეხზე ხტომით, ეს არის გამორიცხული
ირაკლი ჭეიშვილი: ბლაჟევიჩმა თუ უნდა გადაატრიალოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება, წასასვლელები ვყოფილვართ მაშინ სახლში