სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
„თბილისის განვითარების ფონდმა", მთაწმინდის რაიონში, სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, სრულად განახლდება აქ არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ძირითადი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამას გარდა, ლეონიძის ქუჩაზეც გვაქვს შეზღუდვა, რაც ერთი კვირა გაგრძელდება. ამ დროში შეიცვლება ის ძირითადი კომუნიკაციები, რაც საჭიროა. მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, იქნება არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, შიდა ეზოების მოწესრიგებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება. პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, ორი წელი დაჭირდება.
თბილისის მერის თქმით, სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩების გარდა, რუსთაველის გამზრზეც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა და მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„ალბათ, იქნებიან დაინტერესებული კომპანიები და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას. რუსთაველის გამზირიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის იქ არსებულ შენობა-ნაგებობებს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძესთან ერთად სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ
,,ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს''- ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ეწვია
NAEC-მა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო" - ინგა ბოლოთაური ბერი ნიკოლოზის სახლთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
"ქვეყანა ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით" - The Wall Street Journal-ი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
მეუფე შიო: რამდენი საუბარია იმაზე თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
,,წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით