გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების" პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" არ იცის, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი.
„მათ წამოიწყეს ეს ძალიან სახიფათო თამაში და დღეს თავადვე არიან აბლანდული, თავგზა აურიეს საკუთარ პატრონსაც - ივანიშვილსაც. ამდენი თვეა, ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა არანაირი ქმედება, არანარი ნაბიჯი არ გვინახავს გადადგმული, რაც ნიშანია, რომ მათ არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყანა შეჰყავს იმ სპირალში, რომლის შედეგიც არის არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, იზოლაცია, არამედ სიღარიბე, უმუშევრობის ზრდა, ფასების ზრდა, ის ყველაფერი, რაც თითოეულ მოქალაქეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ამაზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნება". ახლა ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადადგან ამ მიმართულებით, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ კრიზისს, პოლარიზაციას და ისევ „ქართულ ოცნებას" შემოუბრუნდება უკან", - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც" დაემატება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი სარჩელით „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2025 წლის 28 ოქტომბერს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერი საქართველო - ლელოს" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.
მსგავსი სიახლეები
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით''- შალვა პაპუაშვილი
,,ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით''- შათირიშვილი
შალვა პაპუაშვილი - სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
შალვა პაპუაშვილი - ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
,,EMAAR-ის შემოსვლა ინდიკატორი გახდა, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა''- ლევან მაჭავარიანი
,,Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობა იმის ნიშანია, რომ საქართველომ დროისა და კრიზისების გამოცდა გაიარა''- დავით ქართველიშვილი