სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის
სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა, რომლის პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის" საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პარტნიორების მოძიება ვერ შეძლო.
მედიის ცნობით, სლოვენიის პრეზიდენტ, ნატაშა პირც მუსარისთან მოლაპარაკებების შემდეგ, გოლობმა განაცხადა, რომ „მოძრაობა თავისუფლებისთვის" მოუთმენლად ელოდება ოპოზიციაში გადასვლას.
გოლობმა პოტენციურ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას „თაღლითების კოალიცია" უწოდა და აღნიშნა, რომ ის დიდხანს ვერ იარსებებს.
„ჩვენ სიამოვნებით ვემზადებით ოპოზიციაში მუშაობისთვის და უკვე დღესვე ვაცხადებთ, რომ მკაცრად დავიცავთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ველოდებით, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან", - განაცხადა გოლობმა, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ დეპუტატად რჩება.
არჩევნების შედეგებით, გოლობის ლიბერალურმა პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის" ახალ პარლამენტში 29 მანდატი მიიღო, რაც ერთით მეტია მემარჯვენე „სლოვენიის დემოკრატიული პარტიის" მანდატებზე, რომელსაც იანეზ იანშა ხელმძღვანელობს.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გოლობმა პარლამენტში მოხვედრილ ყველა პარტიას, სლოვენიის დემოკრატიულ პარტიის გარდა, კოალიციაში გაწევრიანება შესთავაზა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სლოვენიის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს პრორუსული პარტიის ლიდერი ზორან სტევანოვიჩი, რამაც პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობისთვის მთავრობის ფორმირების პროცესი კიდევ უფრო გაართულა.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“
,,ირანელები ძალას არ ემორჩილებიან''- ირანის პრეზიდენტი
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
,,მზად ვარ პირადად შევხვდე ირანის ხელმძღვანელობას''- დონალდ ტრამპი
ლიბანის პარლამენტის სპიკერის თქმით, აშშ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობს
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის
ნეთანიაჰუ გმობს ისრაელელი ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც იესო ქრისტეს ქანდაკება დააზიანა
ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა და აზერბაიჯანის დაზვერვამ ირანული ჯგუფის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე საბოტაჟი აღკვეთეს
The Brussels Times - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს
ილჰამ ალიევი - მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება
„ბიბისი“ - ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს, პოლიცია აცხადებს, რომ ქილა განზრახ იყო დაზიანებული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი
კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა
აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავა