ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით.

„არმენპრესის" ცნობით, ფაშინიანმა ამ საკითხზე მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების" წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.

„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, ვიდრე სრულად არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. სომხეთი კრიტერიუმებს როდესაც შეასრულებს, წევრობა გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იმაზე, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. მზად თუ იქნება, მაშინ სომხეთი შეიტანს განაცხადს სრულუფლებიან წევრობაზე, თუ არა - ზემოხსენებული რეფორმების განხორციელება მაინც სტრატეგიულ მიღწევად ჩაითვლება, რადგან სომხეთი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის წევრი.

„თუმცა ვიდრე ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა დარჩება ამ გაერთიანების წევრად და გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მის წევრ ქვეყნებთან", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“
,,ირანელები ძალას არ ემორჩილებიან''- ირანის პრეზიდენტი
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
,,მზად ვარ პირადად შევხვდე ირანის ხელმძღვანელობას''- დონალდ ტრამპი
ლიბანის პარლამენტის სპიკერის თქმით, აშშ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობს
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის
ნეთანიაჰუ გმობს ისრაელელი ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც იესო ქრისტეს ქანდაკება დააზიანა
ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა და აზერბაიჯანის დაზვერვამ ირანული ჯგუფის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე საბოტაჟი აღკვეთეს
The Brussels Times - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს
ილჰამ ალიევი - მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება
„ბიბისი“ - ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს, პოლიცია აცხადებს, რომ ქილა განზრახ იყო დაზიანებული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი
კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა
აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავა