პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს

 

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის" მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის ახალი მთავრობა ამ საკითხში „არანაირ დათმობაზე" არ წავა.

მედიასთან ურთიერთობისას პარტია „ტისას" ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა „შეასრულოს თავისი დაპირება" და განაახლოს „დრუჟბას" მუშაობა. მისი თქმით, ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს.

თავის მიმართვაში მადიარმა ასევე გააფრთხილა ზელენსკი, რომ არ სცადოს უნგრეთის „შანტაჟი" ნავთობსადენის განბლოკვის მიზნით.

„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი - კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ არ ვურჩევდი უკრაინის პრეზიდენტს ამ გზით სიარულს. ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც; ევროპელი ლიდერებიც ვერ გაიგებენ იმას, რომ მას უკვე შეთანხმებული საკითხების გადახედვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი სურს", - განაცხადა მადიარმა.

მან უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ვახშამზე წაყენებულ მოთხოვნებს შეადარა.

„ეს იმას ჰგავს, როცა ვინმე ვახშამზეა დაპატიჟებული და შანტაჟს იწყებს: თუ ლეჩო [უნგრული კერძი] არ იქნება, ან თუ საშუალო ცეცხლზე არ შეიწვება, მაშინ ამას და ამას ვიზამ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და არ ვურჩევდი ასე მოქცევას", - განაცხადა მადიარმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“
,,ირანელები ძალას არ ემორჩილებიან''- ირანის პრეზიდენტი
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
,,მზად ვარ პირადად შევხვდე ირანის ხელმძღვანელობას''- დონალდ ტრამპი
ლიბანის პარლამენტის სპიკერის თქმით, აშშ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობს
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის
ნეთანიაჰუ გმობს ისრაელელი ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც იესო ქრისტეს ქანდაკება დააზიანა
ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა და აზერბაიჯანის დაზვერვამ ირანული ჯგუფის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე საბოტაჟი აღკვეთეს
The Brussels Times - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს
ილჰამ ალიევი - მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება
„ბიბისი“ - ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს, პოლიცია აცხადებს, რომ ქილა განზრახ იყო დაზიანებული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი
კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა
აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავა