სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტი 62-გვერდიანია. ანგარიშს ჯერ საკომიტეტო ფორმატში განიხილავენ, შემდეგ - პლენარულ სხდომაზე.
სუს-ის წლიური ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებით იწყება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანმდევი დესტრუქციული პროცესები, მათ შორის, უკანონო მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უპილოტო საფრენი აპარატების ჩართულობით მიმდინარეობდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ, გასული წლების მსგავსად, ჰიბრიდული ომის კომპონენტის გამოყენება გრძელდებოდა, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას.
„მაღალი ინტენსივობით გაგრძელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული პროცესები. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით დაფიქსირდა ე.წ. საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენების მცდელობა. პარალელურად, კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შენარჩუნდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ეფექტური კონტროლის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კერძოდ, ადგილზე უკანონოდ განთავსებული საოკუპაციო ძალების მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების პირად შემადგენლობას, ასევე უსაფრთხოების ფედერაციული სამსახურის წარმომადგენლებს ათეულობით სხვადასხვა მასშტაბის სწავლება ჩაუტარდათ.
„სწავლების ფარგლებში აქტიურად გამოიყენებოდა უპილოტო საფრენი აპარატები. 2025 წლის ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების ე.წ. საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარეობდა მუშაობა უპილოტო საფრენი აპარატების შექმნაზე. ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის შესანარჩუნებლად რუსეთი იყენებდა ენერგეტიკულ, ფინანსურ თუ პოლიტიკურ ბერკეტებს. აღნიშნულის საპირწონედ მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი, 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც განგრძობადი ოკუპაციის პროცესს ეხება. შედეგად, რუსეთს დაეკისრა საქართველოს 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება", - ნათქვამია ანგარიშში.
მსგავსი სიახლეები
მარნეულში, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული 11 პირი დააკავეს
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე, გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში
მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - შსს ინფორმაციას ავრცელებს
რა ხდებოდა საცხოვრებელ სახლთან, საიდანაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი გამოასვენეს - კადრები ზემო ფონიჭალიდან
ზემო ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის(ნარიმანის) საცხოვრებელ სახლთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა
აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე დააკავა
მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ სიღნაღში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პოლიციამ არასრულწლოვნების გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
Booking.com-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მილიონობით მომხმარებლის მონაცემებმა გაჟონა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყალების კონკრეტულ ვადებს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს