ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურა.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით გაეცნო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას იზიარებს", - ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ „საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებას ყურადღებით აკვირდება".

„აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პოლიტიკა არ უწყობს ხელს რეგიონში ნდობის განმტკიცებას, რასაც მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს: ქართული მხარის პერიოდული განცხადებები, სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმა და საქართველოს პოლიტიკა, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული", - აცხადებს ე.წ. სამინისტრო.

ე.წ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს მოიცავს, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. კიდევ ერთი სერიოზული დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია საქართველოს დესტრუქციული პოზიცია, რაც აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმით გამოიხატება. ეს კი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მთავარ მიზანს წარმოადგენს".

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორედ თბილისი უშლის ხელს რეგიონში უსაფრთხოების მდგრადი არქიტექტურის ჩამოყალიბებას. ჩვენ საკუთარი უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებიდან გამოვდივართ. საქართველოს მონაწილეობით ნებისმიერმა ინტეგრაციულმა პროცესმა არსებულ რეალობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ექიმს, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და "ლევად" იღებდა პაციენტებს საღამოს საათებში - ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალის ახლობელი
"უკრაინელები ზელენსკის უახლოეს გარემოცვაში არსებულ კორუფციას ებრძვიან, რასაც დიდმა ბრიტანეთმა მხარი უნდა დაუჭიროს"-The Daily Telegraph
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციას ვიზიარებთ
სრულ იზოლაციაში ვარ, ერთადერთი, სადაც შემიძლია ვისაუბრო სასამართლოა, გთხოვთ, პროცესი არ დახუროთ - 37 წელში ხომ არ ვარ? მაშინ პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ -ელისო კილაძე
ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი -პიტ ჰეგსეტი
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
სოფელ ზადიაანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია -სუს-ი
ხორვატიის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის საქართველოში ვიზიტი დასრულდა
,, როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, ასევე ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი''- სალომე სამადაშვილი
რუსეთის სამხედრო კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის ხმელნიცკის რეგიონში აეროდრომი დაბომბეს
,,როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა''- გრიგოლ გეგელია
რუსეთმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის უკრაინა საშტურმო ბრიგადის 40 000 მებრძოლს წვრთნის - Reuters
კრემლს სამხედრო ძალის პრობლემები აქვს, მაგრამ მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყების ეშინია - CNN
2023 წლის 4 აპრილს, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია - გოგა ხაინდრავა
ზელენკიმ გაეროს გაკოტრებული ინსტიტუტი უწოდა
გერმანია უკრაინას 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მიმართავს
მოვა დრო და საქართველოსთან საზღვრის დემარკაციას ერთობლივად განვახორციელებთ - გაგლოევი