დონალდ ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“

 

"გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება" - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე" ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ობამამ და ბაიდენმა ირანელებს 1.7 მილიარდი დოლარი მისცეს ნაღდი ფულით, რომელიც Boeing 757-ში ჩატვირთეს და ირანში გადააფრინეს, რათა „ირანის ხელმძღვანელობას ისე დაეხარჯა, როგორც მოესურვებოდა".

"მან [ობამამ] მთლიანად დააცარიელა ბანკები ვაშინგტონში, ვირჯინიასა და მერილენდში. ბანკირები ამბობდნენ, რომ მსგავსი რამ მანამდე არასდროს უნახავთ. გარდა ამისა, ირანს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს. მე რომ ის „გარიგება" არ შემეწყვიტა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებდნენ ისრაელის წინააღმდეგ და მთელ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ჩვენს ძვირფას აშშ-ის სამხედრო ბაზებზეც. „ყალბი ამბების" გამავრცელებლებს, როგორიცაა Washington Post-ის „ჟურნალისტი" დევიდ იგნატიუსი, უყვართ „ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე" საუბარი, თუმცა იციან, რომ ის სახიფათო იყო და სრული სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ შეთანხმება „ტრამპის" დროს მოხდება, ეს იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ ისრაელისთვის და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის და ყველა სხვა ადგილისთვის. ეს იქნება რაღაც ისეთი, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს, ნაცვლად იმ მრავალწლიანი სირცხვილისა და დამცირებისა, რომლის ატანაც არაკომპეტენტური და მხდალი ხელმძღვანელობის გამო მოგვიწია!", - აღნიშნა ტრამპმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“
,,ირანელები ძალას არ ემორჩილებიან''- ირანის პრეზიდენტი
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
,,მზად ვარ პირადად შევხვდე ირანის ხელმძღვანელობას''- დონალდ ტრამპი
ლიბანის პარლამენტის სპიკერის თქმით, აშშ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობს
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სრულად უნდა გაიხსნას
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ევროკავშირი მზად იქნება სომხეთის მისაღებად
სლოვენიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ გოლობმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადადის
ნეთანიაჰუ გმობს ისრაელელი ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც იესო ქრისტეს ქანდაკება დააზიანა
ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურმა და აზერბაიჯანის დაზვერვამ ირანული ჯგუფის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე საბოტაჟი აღკვეთეს
The Brussels Times - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს ძალაუფლების მითვისებაში ადანაშაულებს
ილჰამ ალიევი - მიმდინარე გეოპოლიტიკურ გარემოში „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა იზრდება
„ბიბისი“ - ავსტრიაში HiPP-ის ბავშვთა საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის შხამი აღმოაჩინეს, პოლიცია აცხადებს, რომ ქილა განზრახ იყო დაზიანებული
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი: ბირთვული მარაგების გადაცემის საკითხი არასდროს ყოფილა მოლაპარაკებების საგანი
კანადის პრემიერ-მინისტრი: კანადის ძლიერი ეკონომიკური კავშირები აშშ-სთან სისუსტედ გადაიქცა
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ენერგეტიკული კრიზისის გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოიწვევს
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს - მიმდინარეობს გამოძიება
ბულგარეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ გაიმარჯვა
აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩავა