მარტა კოსი - დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია
სომხეთთან როდესაც ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ, ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ევროპარლამენტარ კრისტიან ტერესის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი მარშრუტებიდან ერთადერთი რეალური სცენარი შუა დერეფანი. კრისტიან ტერჰესი დაინტერესდა, რა არის კონკრეტული გეგმა შუა დერეფნის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და როდის ესაუბრნენ ბოლოს ქართულ მხარეს.
„ვიცი, კომისიამ ქართული მთავრობისადმი გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გეოგრაფიას ვერ შევცვლით. რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეწვია საქართველოს, შემდეგ კი მდივანმა რუბიომ პირდაპირ დაურეკა პრემიერ-მინისტრს. თუ ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ? გვჭირდება საქართველო, გვჭირდება სომხეთი, გვჭირდება აზერბაიჯანი. რა არის თქვენი გეგმა მათი შენარჩუნებისთვის?", - მიმართა ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა მარტა კოსს.
ევროკომისრის თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, საუკეთესო გამოსავალი მართლაც შუა დერეფანია.
„ძირითადად გაფართოების პროცესზე ვსაუბრობდი, მაგრამ ჩემი სამუშაოს მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დაკავშირებადობის დღის წესრიგია, ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირება, იმ ქვეყნების გავლით, რომლებიც თქვენ ახსენეთ. ბოლო სტრუქტურირებული დიალოგის შემდეგ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არაერთხელ ვყოფილვარ, საქართველოში არა, იმ მიზეზების გამო, რომლებიც თქვენ ახსენეთ. თქვენ მართალი ხართ: ირანში მიმდინარე ომის გამო სამხრეთისა და ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებიც აღარ არსებობს. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი შუა დერეფანია, მშვიდობის დერეფანი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში. დიახ, ტრამპიც ჩართულია, არსებობს 42-კილომეტრიანი დერეფნის პროექტი. ჩვენ კი ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ახლა ვახორციელებთ ნახჩევანის სარკინიგზო ხაზის მიზანშეწონილობის კვლევას. ასევე, ვსაუბრობთ თურქეთთან კავშირის გაუმჯობესებაზე. დაკავშირებადობის დღის წესრიგი მხოლოდ სატრანსპორტო კავშირებით არ შემოიფარგლება, მოიცავს ენერგეტიკასა და ციფრულ სფეროსაც. ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხეში ვართ. დავაფინანსეთ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი. ეს შედიოდა იმ პროექტში, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს, საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდანაც მიიღოს. დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, როდესაც სომხეთთან ვმუშაობთ, საქართველოსაც ყოველთვის მხედველობაში ვიღებთ. ჩვენ ღია ვიქნებით საქართველოს ჩასართავად, მაგრამ ამის საშუალება მხოლოდ მაშინ გვექნება, თუ საქართველო თავადაც გამოავლენს მზაობას, ჩაერთოს სხვა სფეროებშიც", - აღნიშნა მარტა კოსმა.
მარტა კოსმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღმიშნა, რომ ეს ცვლილებები შეშფოთებას იწვევს.
„საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პოლიტიკურ გამოხატვაზე დაწესებული სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროპული მომავალისგან, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას სურს. ჩვენი მიზანია, საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ და ევროკავშირის ინტერესების დაცვის შესაძლებლობა შევინარჩუნოთ", - აღნიშნა მარტა კოსმა საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე.
მსგავსი სიახლეები
მარტა კოსი - დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია
"კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში" - ლევან მაჭავარიანი
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი
„დღეს ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით''- შალვა პაპუაშვილი
,,ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან საქართველოსთან ზავი, მორიგება, მოლაპარაკება არ იქნება - მათი უმთავრესი მიზანია ქვეყანა იმართებოდეს მარიონეტების ხელით''- შათირიშვილი
შალვა პაპუაშვილი - სრულად ვიზიარებ ქართული ეკლესიის პოზიციას, რომ პატრიარქის არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩაერიოს
შალვა პაპუაშვილი - ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით როცა შემოდის, ნიშნავს, რომ კარგად იცნობს საქართველოს საინვესტიციო გარემოს
ეს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ინვესტიციაც არის - გია ვოლსკი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე