პაკისტანი შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ამზადებს

 

პაკისტანი შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ამზადებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ისლამაბადში უკვე გაემგზავრა ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელი ჯეი დი ვენსი და მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

პარალელურად, ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ შტატებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავს მანამ, სანამ ვაშინგტონი ქვეყნის საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს.

სამშვიდობო პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა ირანული დელეგაციის ხელმძღვანელმაც - მან, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, საჯაროდ დაიცვა მოლაპარაკებების იდეა და აღნიშნა, რომ ირანს მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, დიპლომატიაც სჭირდება.

ცნობილია, რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ორკვირიანი შეთანხმება რამდენიმე საათში ამოიწურება. დონალდ ტრამპის თქმით, ზავის გახანგრძლივება ნაკლებსავარაუდოა. შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ თეირანს "სამართლიან და გონივრულ გარიგებას" სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით იმუქრება.

 

 





მსგავსი სიახლეები
რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო
აშშ-ის ბლოკადა, მუქარები და ვალდებულებების დარღვევა მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლებაა - ირანის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში დაიწყოს
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერძნულ გემს ირანი დაესხა თავს, თუმცა გემის დაკავების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა
POLITICO: თეთრმა სახლმა ნატოს „კარგი და ცუდი“ წევრი ქვეყნების სია შეადგინა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის ძალების თავდასხმას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა
მარკ რუტე აცხადებს, ნატო ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას
მოლდოვაში ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერს, ვლად პლახატნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
გერმანიამ ახალი სამხედრო სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანიც ევროპაში უძლიერესი არმიის შექმნაა
ვლადიმერ პუტინი - დიდი სამამულო ომის დროს მთელი ზურგი მუშაობდა ფრონტისთვის, ქალები წინდებს ქსოვდნენ, აგზავნიდნენ ფრონტზე, ამაშია ერთობა და ამაში მდგომარეობს ჩვენი გამარჯვებების წარმატება
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა
თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაშავდა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი
ბრიტანეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვით 2009 წლის შემდეგ დაბადებულ ადამიანებს სიგარეტის ყიდვა მთელი სიცოცხლის მანძილზე აეკრძალებათ
დონალდ ტრამპი - მივიღე გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გავახანგრძლივოთ, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება
ისრაელის ორ ჯარისკაცს, რომლებმაც ლიბანში ქრისტეს ქანდაკება დააზიანეს, სამხედრო პატიმრობა მიესაჯა
„როიტერი“ - რუსეთმა ყაზახეთსა და გერმანიას აცნობა, რომ მაისიდან შეაჩერებს ყაზახური ნავთობის ტრანზიტს გერმანიის მიმართულებით, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით ხორციელდებოდა