სუსის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოდ ასახელებს.

უწყება წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.

სუსი-ს განმარტებით, ძირითადი აქცენტი ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებზე და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა ორიენტირებული.

„არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად. მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებები. მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების და ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, ინფორმაციის დროული და ოპერატიული ურთიერთგაცვლის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ოპერატიული ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გრძელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სამომავლოდ სურთ საქართველოში დაბრუნება", - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, 2025 წელს ტერორიზმთან დაკავშირებული სანქციების ეროვნულ სიაში, დამატებით იყო შეყვანილი ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდადებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს და უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა უცხოელი პარტნიორების მიერ. ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კონტრტერორისტული კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს; შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია; დამტკიცებულია 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა; საქართველო ჩართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევაში, საქართველოს თანამშრომლობა Europol-თან, Interpol-თან, NATO-სა და გაერო-ს ანტიტერორისტულ პროგრამებთან მოხსენიებულია როგორც „აქტიური თანამშრომლობა", - ნათქვამია ანგარიშში.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ოპოზიციის ალიანსი'' მკვდარშობილი გაერთიანებაა, ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ - თენგიზ შარმანაშვილი
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია
,,ევროკავშირის ბრალდებები "დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს''-
სუსის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
მარტა კოსი - დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია
"კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში" - ლევან მაჭავარიანი
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა
,, ქართველი ხალხის წინააღმდეგობაა ერთადერთი, რაც შედეგს მოიტანს''- ლაშა ფარულავა
,,ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყოლა სხვადასხვა ქვეყანაში''- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ კიდევ უფრო ნირწამხდარი „ნაცები“ ცდილობენ 26 მაისი იქნებ რაიმენაირად ჩააშხამონ საზოგადოებას
,,ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რამე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა''- პაპუაშვილი