,,ევროკავშირის ბრალდებები "დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს''-
ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ ანტაგონიზმი განიხილება თითქოსდა მისი კავშირების კონტექსტში რუსეთთან და ირანთან, რაც სხვადასხვაგვარად მიეწერება სახელმწიფოს, მმართველ პარტიას ან მის კონკრეტულ ლიდერებს. ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში, დიპლომატები და პოლიტიკოსები უფრო ღიად საუბრობენ საკუთარ მოტივებზე: თბილისის წინააღმდეგობა დასავლური ლიბერალური დიქტატების მიმართ უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებში, სოციალურ თემებში, მათ შორის ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლში შიდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ The National Interest -ის მიერ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ბრალდებები „დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების შესახებ, ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ფონზე, მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ქვეყანამ გასულ წელს პოზიტიური შეფასება დაიმსახურა.
„შედეგად, საქართველო ბრიუსელიდან მზარდ ფინანსურ და პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროკავშირმა არაერთხელ სცადა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, თუმცა უნგრეთმა და სლოვაკეთმა ამ დრომდე ვეტო დაადეს ყველა ასეთ მცდელობას. თავის ბოლო სანქციების პაკეტში ბრიუსელი იმდენად შორს წავიდა, რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, მაგალითად კულევის პორტის დასანქცირებაც კი შესთავაზა, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობგიგანტი SOCAR შავი ზღვის ოპერაციებისთვის იყენებს.
ევროკავშირმა ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის უფლება „ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის", როგორც პასუხი თბილისის მიერ „დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების ბრალდებებზე. ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ზოგადად დადებით შეფასებებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გასულ წელს ქვეყანას შეაქო მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ანალოგიურად, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოს," - აღნიშნავს The National Interest-ი.
ამავე დროს, სტატიაში საუბარია ვაშინგტონში ფორმირებულ კოალიციაზე, რომელიც საქართველოს მიმართ მკაცრად არის განწყობილი.
„ვაშინგტონში მსგავსი მცდელობები განხორციელდა საქართველოს მიმართ მკაცრად განწყობილი არაფორმალური კოალიციის მიერ, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა).
უილსონმა წარადგინა MEGOBARI აქტი, კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის თანამდებობის პირების მიმართ. ეს კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა, თუმცა, სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა) შეაჩერა." - წერს The National Interest-ი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ფავლენიშვილი - სააკაშვილის სტატუსი იყო ისტორიული ფაქტების კონსტატაცია, არავის მიმართ კონფრონტაციული
არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა
მარტა კოსი - გლობალურმა პრობლემებმა ევროპის აღმოსავლეთთან დაკავშირების პრობლემები შექმნა, ასეთ დროს სამხრეთ კავკასია საუკეთესო ალტერნატივაა
ირაკლი ქადაგიშვილი - დროა, ბრიუსელში თავი დაანებონ იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს
კესტუტის ბუდრისი - ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ლიეტუვამ ევროკავშირის დონეზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ინიციატივა გამოთქვა, ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ
,,ოპოზიციის ალიანსი'' მკვდარშობილი გაერთიანებაა, ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ - თენგიზ შარმანაშვილი
The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის
The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია
,,ევროკავშირის ბრალდებები "დემოკრატიული უკუსვლისა" და სხვა ხარვეზების შესახებ ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს''-
სუსის ანგარიში: საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა
მარტა კოსი - დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია
"კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი გულისხმობს სამხედრო კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა ამ შემთხვევაში, ოპონენტების მხრიდან ნეიტრალიტეტი განიხილება უფრო ფართო ჭრილში" - ლევან მაჭავარიანი
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება
გიორგი სიორიძე: პარტიების აკრძალვა არის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ისტორიული განაჩენისთვის
,,ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი''-ლევან მაჭავარიანი
,,ქართული ოცნების“ სარჩელი, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს, ოპოზიციის გეგმებში არაფერს შეცვლის''- თამარ ჩერგოლეიშვილი
კახა კალაძე: ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ - ისინი იმ ბოროტებაში აღმოცენებული ელემენტები არიან, რომელსაც "ნაცმოძრაობა" წარმოადგენდა
კახა კალაძე ნებიერიძეზე: არცერთ წარმატებულ ადამიანს არ უნდა ეწყინოს მსგავსი ელემენტებისგან ამ ტიპის განცხადებების მოსმენა
,,დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან“- პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა