მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან.
„არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია: „საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებული მოკლე დისტროფილი, რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე. აქაც დანახულია საჭიროება შემდგომი კვლევისა და შესწავლის. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადება. მას აქვს როგორც FDA-ს, ისე EMA-ს ავტორიზაცია. ამის მიუხედავად, ღია წყაროებში შეგხვდებათ ინფორმაცია, შემიძლია, სარწმუნო წყაროების მითითება, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად ან იმედია, გამოსარიცხად, რომ გარდაცვალების მიზეზი კავშირშია ამ მედიკამენტთან. ევროპულ სახელმწიფოთა მარეგულირებლები არც ამ მედიკამენტის საკუთარ სახელმწიფო პროგრამებში დანერგვაზე ჩქარობენ. ევროპული სახელმწიფოები აქტიურად, ინტენსიურად იკვლევენ საკითხებს და დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად ემზადებიან. დღემდე არ არის ცხადი, რა მიდგომა იქნება არჩეული, რაც მნიშვნელოვანი მანიშნებელი იქნებოდა ჩვენთვისაც მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თაობაზე. ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერც ერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700 ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ. ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან. ამრიგად, მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქციაც არის არა სიცოცხლის გადარჩენა, არა განკურნება, არა სიცოცხლის გახანგრძლივება. ასეთი ფუნქციის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ. ამ მედიკამენტების ფუნქცია არის მხოლოდ ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. ოღონდ აქაც კითხვის ნიშნებია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის, უსაფრთხოების შესახებ. სწორი არ იქნება, ამ მედიკამენტებზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მას შეუძლია განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისთვის და უფრო მეტიც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გასაზრდელად, დადასტურებულად დადებითი ფუნქცია აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით. ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მსგავსად, სრულად ფინანსდება და მის უსაფრთხოებასთან, ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოების, ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების კუთხით. ეს ეხება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ დაავადებას, არამედ პარალელურად, გრძელდება მუშაობა სხვა იშვიათ, თუ არაიშვიათ დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით, იქნება ონკოლოგია, გაფანტული სკლეროზი, თუ სხვა. მინდა, დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: „უკანასკნელი ათი წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს პასუხზე მეტად, იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა ათი წლის წინ". მართლაც, ათი წლის წინ კითხვა არ არსებობდა, პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები და იმედი მაქვს, პასუხებიც მალე იქნება ნაპოვნი. ამის იმედი აქვს მათ შორის განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებენ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოებიც და არა იმის გამო, რომ რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ერთ პაციენტზე წლიურად, საშუალოდ 2.5 მილიონი წამლის დაფინანსება ენანება. არიან ევროპული სახელმწიფოები საქართველოთან შედარებით ბევრად მძლავრი, ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით - ნორვეგია, პორტუგალია, ნიდერლანდები, თუ სხვა. არ არის სწორი და ლოგიკური, დავსვათ რიტორიკული კითხვა, ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება. ეს საკითხია, რომლის გამოკვლევაზეც და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა სარჯველაძემ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები მზარდია - ეროვნული ბანკი
მიხეილ სარჯველაძე - ევროპული სახელმწიფოებიც ვერ ჩქარობენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ ვერც ერთ ქვეყანაზე ვერ ვიტყვი, რომ პაციენტისთვის 700 000-დოლარიან წამალს ვერ იმეტებენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს - მიხეილ სარჯველაძე
თიბისის მხარდაჭერით, 23-26 აპრილს თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ბოლნისის სიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
21 აპრილს მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეა - ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ
21 აპრილის ამინდის პროგნოზი
სულხან-საბა ორბელიანისა და ინგოროყვას ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში საქართველოს, პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ
,,ავტომობილის დაზიანების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომპანია „ბათუმის წყალი“ ზარალს აანაზღაურებს''- ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ეწვია
NAEC-მა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
"ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო" - ინგა ბოლოთაური ბერი ნიკოლოზის სახლთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს
ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20 აპრილის ამინდის პროგნოზი